markup logo

523

World of Warcraft –ზე ჰაკერებმა განახორციელეს იერიში: რამდენიმე ქალაქში განადგურებულია ყველანაირი ცოცხალი არსება

WOW

უცნობმა ჰაკერებმა მოიპოვეს წვდომა ონლაინ თამაში World of Warcraft (WoW) –ის გეიმ–მასტერის ჩანაწერებში, გამოიყენეს kill all „აურა“, რითაც გაანადგურეს ყველა პერსონაჟი რამდენიმე „რეალმში“ (ოლქში).

პერსონაჟების მასიური სიკვდილი გახდა ყველაზე განხილვადი თემა სპეციალიზირებულ ფორუმებში. გეიმერების უმეტესობა თვლის, რომ საქმე აქვთ ჰაკერების მიზანმიმართულ  ზეწოლასთან.

ნორმალური სათამაშო პროცესისას ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან ამ გენოციდის დროს კომპანია არ ატარებდა არანაირ პროფილაქტიკურ სამუშაოებს და არ ანახლებდა პროგრამულ უზრუნველყოფას, წერენ შეწუხებული გეიმერები.

თამაშის შემქმნელმა კომპანია Blizzard –მა გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ პრობლემა მოგვარებულია და აღარ განმეორდება, მაგრამ არაფერს წერს იმის თაობაზე თუ რამ გამოიწვია მასიური სიკვდილი – ჰაკერებმა თუ პრობლემებმა პროგრამულ უზრუნველყოფაში.

როგორც ჩანს, ინციდენტს აქვს კავშირი Blizzard–ის ქსელში ახლახანს განხორციელებულ წვდომასთან, რის შედეგადაც გატაცებული იყო მოთამაშეების ლოგინები და პაროლები. უფრო ადრე, მიმდინარე წლის აგვისტოში Blizzard გამოტყდა, რომ რამდენიმე Battle.net სისტემის სერვერი იყო გატეხილი და მომხმარებელთა უცნობი რაოდენობის აქაუნტი შეიძლება აღმოჩენილიყო ბოროტმოქმედთა ხელში.

ბოროტმოქმედნი კვლავ ქმნიან ქაოსურ სიტუაციას WoW–ის რამდენიმე რეალმაში და აქვეყნებენ საკუთარი გმირობების ანგარიშებს  ownedcore.com. ფორუმზე.

კატეგორია: თამაშები, ონლაინ თამაშები .

კომენტარის დატოვება