markup logo

514

Windows 8-ში აღმოაჩინეს ფარული ფუნქცია

888

ტექნობლოგი Boy Genius Report იუწყება, რომ პროგრამისტ ნადიმ კობეისიმ Windows–ის ახალ ვერსიაში, რომლის რელიზი 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი,  აღმოაჩინა ფარული ფუნქცია Windows SmartScreen, რომელიც აწვდის Microsoft –ს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ინტერნეტიდან გადმოტვირთულ ნებისმიერ აპლიკაციაზე.

მონაცემები იგზავნება, როდესაც მომხმარებელი უშვებს ინსტალერს. როგორც კი ინფორმაცია მიღებულია Microsoft ამოწმებს სერტიფიკატის არსებობას. თუ ის არ არის, მოდის შეტყობინება, რომ ამ პროგრამის გაშვებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპიუტერს.

ფუნქცია SmartScreen თავიდანვე ჩართულია. გამორთვა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, Windows 8 პერიოდულად მოსაბეზრებლად შეგახსენებთ ხოლმე მისი ხელახლა აქტივირების შესახებ.

კობეისი თვლის, რომ ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ სამართალდამცავებმა პირატული კოპიების მქონე მომხმარებლების აღმოსაჩენად. თავად Microsoft – იც გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ის რეგულარულად ატარებს რეიდებს პირატების წინააღმდეგ.

ასევე ექსპერტი აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ SmartScreen–სა და Microsoft–ის სერვერს შორის მოძრავი ინფორმაცია შესაძლოა ჩავარდეს მესამე პირის ხელში და ცნობილი გახდება კონკრეტული მომხმარებლის კომპიუტერზე არსებული ყველა აპლიკაციის (და ასევე IP მისამართიც) შესახებ.

ჰაკერებს საქმე თავად ინტერნეტ გიგანტმა გაუადვილა, რადგან იყენებს მონაცემთა დაშიფრვის ძველ და არასანდო SSLv2 პროტოკოლს.

თუმცა, კობეისის სტატიის გამოქვეყნებიდან 14 საათის შემდეგ Microsoft –მა უარი თქვა ძველ SSLv2 პროტოკოლზე და გადავიდა უფრო ახალ SSLv3 სტანდარტზე.

კატეგორია: OS, Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება