markup logo

484

Windows 8 – ს არ ექნება შეღავათიანი პერიოდი, აქტივირების გასაღები თავიდანვე საჭიროა

w8ap

Microsoft–ის წარმომადგენლების განცხადებით Windows 8–ს არ ექნება ჩვეული შეღავათიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ოპერაციული სისტემის არააქტივირებული ასლით სარგებლობა. Windows 7–ის შემთხვევაში მომხმარებელს ჰქონდა საშუალება გაეცნო ოპერაციული სისტემის მუშაობის პროცესი, შეეფასებინა ის 30 დღის განმავლობაში შეძენის გარეშე. Windows 8 ხელმისაწვდომი იქნება 26 ოქტომბრიდან.

პირატული ასლების რაოდენობის შემცირების მიზნით, Microsoft  მოითხოვს აქტივაციის გასაღებს ინსტალირების პროცესშივე.

Windows 8 – ის ინსტალაციის პროცესში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს ასოებისაგან და ციფრებისაგან შემდგარი 25–ნიშნა გასაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი შეჩერდება. ინსტალირების დასრულების შემდეგ, ოპერაციული სისტემა ავტომატურად დაუკავშირდება  Microsoft–ის სერვერებს  უტყუარობის დასადასტურებლად.

ლიცენზიის დადასტურების შემთხვევაში ოპერაციული სისტემა აქტივირებული იქნება. ყალბი ან მოპარული გასაღების ამოცნობის შემთხვევაში, სამუშაო მაგიდის გამოსახულება შეიცვლება შეტყობინებით, რომ ოპერაციული სისტემის ასლი არალეგიტიმურია. გარდა ამისა, კომპიუტერი ყოველ საათს გაითიშება.

გარდა ამისა, სოფტვერული გიგანტი აპირებს გაშვების გაფართოებული პარამეტრების დამატებას Windows 8–ში. იმ შემთხვევაში თუ სისტემა არაკორექტულად იმუშავებს ან არ ჩაიტვირთება, მომხმარებელი ადვილად დაუბრუნდება საწყის პარამეტრებს ან გადააყენებს სისტემას მხოლოდ ერთი ღილაკის მეშვეობით.

გაშვების პირველი ახალი პარამეტრი, „აღდგენა“ (Refresh), აწარმოებს სისტემის გასუფთავებას. ის აუქმებს ყველა პროგრამას „კლასიკური“ დესკტოპის რეჟიმში და ავტომატურად გამოაქვს პერსონალური კომპიუტერის პარამეტრები (ქსელი, დრაივერები და სხვა).

პირადი საქაღალდეები და ფაილები, პერსონალური პარამეტრები (ფონი, ეკრანის გაფართოება, პაროლები და ა.შ) და მაღაზია Windows Store – ის Metro აპლიკაციები უცვლელი რჩება.

ღილაკი ჩამოგდება „Reset“ აბრუნებს კომპიუტერს ქარხნის პარამეტრებთან.  სხვა სიტყვებით, თუ ვერ გააცოცხლეთ Windows 8 , ეს პარამეტრი დააბრუნებს სისტემას პირველად მდგომარეობაში ყველა პროგრამის და პირადი მონაცემების წაშლით. წაშლა შესაძლებელია როგორც „სწრაფ“ რეჟიმში , ასევე ვინჩესტერის მთლიანი დაფორმატებითაც.

და ბოლოს, Windows 8 –ში გაჩნდა პარამეტრები უფრო გამოცდილი მომხმარებლებისთვის: „სისტემის იერსახის აღდგენა“ (System Image Recovery), რომელიც აღადგენს სარეზერვო ასლებს და „გაშვების პარამეტრები“ (Startup Settings) – დამხმარე მეხსიერების დიაგნოსტიკაში.

კატეგორია: OS, Software .

კომენტარის დატოვება