markup logo

749

Windows 8­-ის ფინალური ვერსია ოქტომბერში გამოვა

w8

კორპორაცია Microsoft პარტნიორებისა და შემმოწმებლებისთვის განკუთვნილ Windows 8-­ის RTM ვერსიას აგვისტოში წარადგენს‚ ხოლო მომხმარებელთა ვერსიის რელიზი ოქტომბრისვისაა დაგეგმილი და არა წლის ბოლოსთვის‚ როგორც ადრე ვარაუდობდნენ. უკვე შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს პირველი მოწყობილობა‚ რომელიც ახალ საპროგრამო პლატფორმას გამოიყენებს.

ამას გარდა‚ მიმდინარე წელს კორპორაცია გასაყიდად გამოიტანს საკუთარ პლანშეტურ კომპიუტერებს Surface‚ Microsoft Office-­ის ახალ ვერსიას და oc Window 8-­ის ახალ ვერსიას მობილური მოწყობილობებისთვის‚ – ამის შესახებ იტყობინებიან კომპანია „The Verge“-­ის ვიცე­პრეზიდენტის ტამ რელერზე მითითებით‚ რომელიც მოხსენებით გამოდიოდა Microsoft-ის პარტნიორთა კონფერენციაზე კანადაში.

ამ მომანტისთვის Microsoft-­მა გამოუშვა Windows 8­-ის სამი სატესტო ვერსია. უკანასკნელი მათგანი‚ რომელსაც Release Preview­ის სტატუსი ჰქონდა‚ მაისის ბოლოს წარადგინეს.  Windows 8­-ისა და მის წინამორბედებს შორის განსხვავება ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი Metro გახდება‚ რომლის დებიუტი მობილურ ინტერფეის Windows Phone 7­-ზე შედგა.

ეს ინტერფეისი უზრუნველყოფს Windows 8­-ის კომფორტულ გამოყენებას ტრადიციულ პერსონალურ კომპიუტერებზე კლავიატურით და მაუსით‚ ასევე‚ პლანშეტებზეც.

Windows 8-ის რამდენიმე მოდიფიკაციის გამოვა. ერთ­ერთი მათგანი – Windows RT მუშავდება სპეციალურად მოწყობილობებისთვის ARM-­პროცესორების ბაზაზე‚ პირველ რიგში პლანშეტებისთვის.

Microsoft-­ის მონაცემებით‚ ოპერატიული სისტემა Windows 7 დაყენებულია 630 მილიონ პერსონალურ კომპიუტერზე‚ რაც დაახლოებით მსოფლიოში არსებული ყველა პერსონალური კომპიუტერების რიცხვის ნახევარია.

კატეგორია: OS, Software .

კომენტარის დატოვება