markup logo

939

Western Digital–მა გამოუშვა „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ მყარი დისკი

ed

მყარი დისკების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Western Digital დააანონსა ახალი ჰიბრიდული კომპაქტური შემგროვებლების (ფორმ–ფაქტორი 2,5 დიუიმი, კორპუსის სისქე 5 მმ) გამოშვება. მწარმოებელი აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე თხელი მყარი დისკი მსოფლიოში და გამოდგება ყველაზე თხელი უტრაბუქებისთვის – მსუბუქი და კომპაქტური ნოუტბუქებისთვის, რომლებიც შემუშავებულია Intel–ის ინიციატივით  Apple MacBook Air–თან საკონკურენციოდ.

სტანდარტული ნოუტბუქები აღჭურვილია 2,5 დიუიმიანი მყარი დისკებით 9,5 მმ სისქის კორპუსით. თუმცა, უფრო კომპაქტური მოწყობილობების პოპულარობასთან დაკავშირებით, მწარმოებლებს დასჭირდათ უფრო თხელი კომპონენტები.

მიმდინარე წლის დასაწყისში Western Digital –მა უკვე დაიწყო 2,5 დიუიმიანი 7 მილიმეტრიანი მყარი დისკების გამოშვება, ახლა კი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულია შემგროვებელი კორპუსი 5 მილიმეტრიანი  სისქით.  ის დაახლოებით 50%–ზე უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს სტანდარტულ მყარ დისკთან შედარებით და აქვს მოცულობა 500 GB, რაც სავსებით საკმარისია უმეტესი მობილური მოწყობილობებისთვის.

Western Digital –ის ახალი შემგროვებელი ეკუთვნის ჰიბრიდულ ტიპს – ის მოიცავს ტრადიციულ მაგნიტურ ფირფიტებს და უჯრედების მრავალფენიანი სტრუქტურის ფლეშ–მეხსიერებას NAND. მონაცემები, რომლებსაც სისტემა უფრო ხშირად იყენებს ინახება NAND- მეხსიერებაში.

ყველა, ფლეშ–მეხსიერებაში შენახული  ფაილი ასევე დაცულია მაგნიტურ ფირფიტებზე. შედეგად, უზრუნველყოფილია მუშაობის მაღალი სიჩქარე და სანდოობა.

Western Digital –ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია შემგროვებლის ფასი და სერიული მიწოდების თარიღი. პირველი კომპანიები, რომლებიც გეგმავენ ისარგებლონ ამ შემოთავაზებით არიან Asustek და Acer.

Western Digital –ის ახალი შემგროვებლების პრეზენტაცია ჩატარდება მიმდინარე წლის 13 სექტემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიების WD Investor Day –ს ფარგლებში.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება