markup logo

519

WashAndGo 2013 წესრიგი თქვენს სისტემაში

wash-and-go-logo

გერმანულმა კომპანია Abelssoft წარმოადგინა თავისი Windows ოპტიმიზატორის მორიგი ვერსია სახელად WashAndGo 2013. პირველი ასოციაცია რაღა თქმა უნდა ცნობილი შამპუნის ბრენდზე ჩნდება და რაღაც დონეზე გამართლებულიცაა, რადგან პროგრამა ორიენტირებულია Windows-ის გაწმენდა-ოპტიმიზაციაზე. სიახლე არ არის, რომ ოპერაციული სისტემა დროთა განმავლობაში, ასე ვთქვათ ბინძურდება და ნელა იწყებს მუშაობას. აგრეთვე არასაჭირო ინფორმაციის მთელი ევერესტებიც ვინჩესტერზე ადგილს იკავებს და ასე შემდეგ. პრობლემა ახალი არ არის და მრავალი პროგრამა თუ უტილიტაა შექმნილი მასთან საბრძოლველად. მათ რიცხვს განეკუთვნება WashAndGo 2013-იც და მოდით განვიხილოთ მისი შესაძლებლობები თუ უპირატესობა კონკურენტ პროგრამების მიმართ.

პირველი რაც უბრალო მომხმარებელს მოეწონება არის ხარისხიანი და საკმაოდ მოქნილი დამგეგმავი, რათა პროგრამამ თავისი საქმე წინასწარ გაწერილი განრიგითა და თანმიმდევრობით აწარმოოს. არ არის საჭირო ყოველ ჯერზე ხელით მისი გაშვება და სხვადასხვა მანიპულაციების განმეორება. საკმარისია ერთხელ ჩაუჯდეთ, გაანაწილოთ საქმეები და დანარჩენს თავად პროგრამა მიხედავს. წმენდისას შემთხვევით საჭირო ინფორმაცია რომ არ დაიკარგოს, მომხმარებელს საშუალებას აძლევენ საკვანძო უბნებიდან ფაილების რეზერვირება მოხდეს და საჭიროებისამებრ განხორციელდეს მათი უმტკივნეულო აღდგენა.

washandgo

გარდა ფიზიკური წმენდისა WashAndGo საოფისე ფაილებიდან არასაჭირო მეტაინფორმაციასაც აცილებს, რომელიც ფუჭ ტვირთად აწევს ყველა ფაილს. გარდა ამისა, File Shredder-ის გამოყენება გარატიას გაძლევთ, რომ თქვენს მიერ წაშლილ ფაილს ვერავინ აღადგენს. სპეციალური ალგორითმი ვინჩესტერის იმ უბნებს, სადაც მანამდე იყო განთავსებული არასასურველი ფაილი, ავსებს უაზრო ინფორმაციული შლაკით რაც მის აღდგენის შანსს ნულის ტოლფასს ხდის.

WashAndGo 2013 მარტივად უმკლავდება ე.წ. ინტერნეტის ნარჩენებსაც, ანუ კეშ ფაილების მასივებს, HTML5-ის მიერ შექმნილ cookie-ბს, დროებით ფაილებს, ბორუზის ისტორიებს და ასე შემდეგ. შეუძლია ყველა პოპულარული ბროუზერის მიერ დატოვებული „ნაგავის“ მოცილება და თანაც ისე, რომ არაფერი დააზიანოს.

ერთადერთი რაც ამ პროგრამის არ მომეწონა, ეს არის მისი დროდადრო გაჯიუტება. ანუ, პროგრამის გაშვების პროცესი გაურკვეველი მიზეზების გამო დიდიხანი გრძელდება და, რაც მთავარია, მსგავსი ქმედება არანაირ ლოგიკასთან არ არის კავშირში.

WashAndGo 2013 ფასიანი პროგრამაა და 29.90€ ჯდება, მაგრამ არსებობს აგრეთვე 30 დღიანი გასაცნობი – ე.წ. ტრიალ ვერსია, რომელიც ფასიანი ვარიანტისაგან არაფრით განსხვავდება. ანუ, პროგრამის არანაირი ფუნქცია არ არის შეზღუდული. ერთი თვის გამოყენების შემდგომ თუ კმაყოფილები დარჩებით მის მიერ ჩატარებული სამუშაოსი, მაშინ მისი შეძენა არ უნდა იყოს პრობლემა, მითუმეტეს დიდი ორგანიზაციებისათვის. წარმოიდგინეთ რამდენ თავის ტკივილს ააცილებს აღნიშნული უტილიტა დიდი კორპორაციის IT პერსონალს.

wash-and-go-6

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება