VoiceTEXT- ხმოვანი შეტყობინება თქვენს მანქანაში
აშშ-ს კლემსონის უნივერსიტეტის გამოთვლითი სკოლის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა VoiceTEXT სახელწოდებით, რომლის საშუალებით მძღოლს შეუძლია ატაროს მანქანა და თან ხმოვანი ტექსტური შეტყობინება გააგზავნოს.
ამისთვის კი საჭიროა Bluetooth-ითა და VoiceTEXT-ის ფუნქციით აღჭურვილი ტელეფონი.
მძღოლი მანქანის აკუსტიკური სისტემისა და Bluetooth-ის უსადენო მოწყობილობის საშუალებით კარნახობს ტექსტს და მისამართს, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმა აქვს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მობილურის გამოყენების აკრძალვას ამერიკის გზებზე, მომხდარ ავტოავარიების რიცხვზე გავლენა არ მოუხდენია.
კატეგორია: