markup logo

1,424

„Valve“ საკუთარ სათამაშო მისადგმელს გამოუშვებს

steam

კომპანია „Valve“‚ რომელიც ცნობილია‚ როგორც ლეგენდარული თამაშების „Team Fortres, Portal“ და სერიის „Half-Life“ დამმუშავებელი‚ აგრეთვე‚ ონლაინ­სერვის „Steam“-­ის მფლობელი‚ დაკავდება აპარატული უზრუნველყოფის წარმოებით. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს ინდუსტრიული დიზაინერის ვაკანსიის აღწერიდან‚ რომელიც განთავსებულია კომპანიის საიტზე.

„ჩვენ გულგატეხილნი ვართ კომპიუტერული მოწყობილობების სფეროში სიახლეების არარსებობით‚ ამიტომაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ამ სფეროში“‚ – ლაპარაკია თანმხლებ ტექსტში. როგორ კონკურენტულ პროექტებზე იმუშავებს მაძიებელი‚ არ ზუსტდება.

ამავე დროს‚ არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ‚ რომ „Valve“-­ს შეუძლია დაკავდეს გეიმერებისთვის საჭირო მოწყობილობების გამოშვებით‚ უკვე დიდი ხანია‚ გამოჩნდა. ასე‚ წლის დასაწყისში კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს ხმები სათამაშო კონსოლის მომზადების შესახებ‚ რომელიც განკუთვნილია სათამაშო სერვის „Steam“­ის  მუშაობისთვისთვის‚ რომელიც შექმნა „Valve“­მ.

სხვა მონაცემების თანახმად‚ რომლებიც გამოჩნდნენ გაზაფხულზე‚ „Valve“­ს შეუძლია‚ დაამუშაოს მოწყობილობა‚ რმოელიც განეკუთვნება სატარებელი კომპიუტერების ტიპს‚ ესე იგი‚ მისი დანიშნულებაა ადამიანის სხეულზე მუდმივად ტარება.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით‚ „Valve“-­ს თანამშრომლებში მომწიფდა სურვილი‚ შეცვალონ მომხმარებლის თამაშთან ურთიერთქმედების მეთოდი‚ აკი თაგვი და კლავიატურა უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა‚ ხოლო სათამაშო მოწყობილობებში რევოლუციური ცვლილებების დრო უკვე მოვიდა.

შესაძლოა‚ რომ „Valve“ დაკავდება სახელდობრ ტრადიციული სათამაშო პერიფერიის გამოშვებით‚ მაგალითად‚ თაგვებისა და კლავიატურის გეიმერებისთვის.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება