markup logo

751

Twitter მომხმარებელს არქივის გადმოქაჩვის საშუალებას მისცემს

twwet

მიკრობლოგების სერვისი Twitter მომხმარებლებს ახალ ფუნქციას ჰპირდება‚ რომლის საშუალებითაც ისინი ყველა იმ შეტყობინების არქივის გადაქაჩვას შეძლებენ‚ რომლებიც მათ მიერ გამოქვეყნებული იყო საიტზე რეგისტრაციის მომენტიდან.

ამის შესახებ მოუთხრო Twitter­-ის შემსრულებელმა დირექტორმა დიკ კოსტოლომ „ნიუ­იორკ თაიმსის“ რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. მისი სიტყვებით: უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა დაათვალიეროს და გადაქაჩოს თავისთვის კომპიუტერზე ყველა თავისი შეტყობინებების სრული არქივი. თუმცა‚ იქნება თუ არა ახლო მომავალში რეალიზებული მომხმარებლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ყველა მათ „ტვიტებთან“‚ რომლებიც გამოქვეყნებულია Twitter­-ში‚ უშუალოდ სერვისის საიტზე‚ მან არაფერი თქვა.

როგორც კოსტოლომ თქვა‚ ტვიტების არქივი მისაწვდომი იქნება მხოლოდ ფაილის სახით გადაქაჩვისთვის სერვისში დარეგისტრირებულ მომხმარებლისათვის. Twitter­ის ტოპ­მენეჯერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას‚ რომ არ დაუშვებს ადამიანებმა შეისწავლონ სხვა მომხმარებლების ჩანაწერები.

ამჟამად აკაუტების მფლობელებს შეუძლიათ‚ დაათვალიერონ მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე ათასი ჩანაწერი.‚ ანუ საჭირო ტვიტის საპოვნელად ასობით გვერდი უნდა „გადაფურცლო“.

სოციალური ქსელების Facebook-ისა და Google-­ის მონაწილეებს უკვე აქვთ იმ არქივის ჩატვირთვის შესაძლებლობა‚‚ რომელიც აკაუნტის „ისტორიას“ შეიცავს. Facebook-­ში მაგალითად‚ მიაჩნიათ‚რომ ასეთი ფუნქცია შეიძლება გამოადგეთ იმათ‚ ვინც თავისი აკაუნტის ამოღება გადაწყვიტა.

სხვათა შორის‚ სანამ Twitter­-ის დამმუშავებულნი ფეხს ითრევდნენ‚ ენთუზიასტებმა მოასწრეს შეექმნათ მრავალი საიტი‚ რომლებიც მომხმარებლებს მათი ტვიტების ისტორიის წვდომაში ეხმარება. ალბათ‚ სერვისის ხელმძღვანელობამ მსგავს საიტებზე მოთხოვნილების გაზრდის დაფიქსირების გამო‚ გადაწყვიტა ამ პრობლემის ამოხსნით დაკავებულიყო.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება