markup logo

796

Twitter–მა მხარი დაუჭირა მომხმარებელთა ასაკის შემოწმების ტექნოლოგიას

twittwe

მიკრობლოგების სერვისი Twitter  სთავაზობს კომპანიებს, პირველ რიგში ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს, ნებაყოფლობით ჩართონ თავიანთ აქაუნთებში Buddy Media–ს მიერ შემუშავებულ  მომხმარებელთა ასაკის დადასტურების სისტემა.

როგორც უმეტეს საიტებზე, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი სისტემა, მომხმარებელი თავად მიუთითებს თავის ასაკს და თავადვე დაადასტურებს, რომ მიაღწია იმ ასაკს, რომლიდანაც შეიძლება პროდუქტის მოხმარება.

სისტემა უკვე შემოწმებულია ისეთი ბრენდების მიერ, როგორებიცაა Jack Daniels, Jim Beam და Miller. ასაკის დადასტურების სისტემასთან მიერთების სურვილი  კომპანიამ უნდა აცნობოს Twitter –ს და უფასოდ მიიღებს სისტემასთან წვდომას.

ახალი ფუნქციის დანერგვა გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული მომხმარებლებისთვის.  ახლა ასეთი კომპანიების გვერდებზე არსებობს მხოლოდ ინფორმაცია ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ, სიახლე კი საშუალებას მისცემს კორპორაციულ აქაუნთებს დაადგინონ მათი მომხმარებლების ასაკი.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა რამდენიმე წლის მომატებისა იმისათვის, რომ გქონდეთ წვდომა ალკოჰოლური სასმელების ან სხვა რაიმე ასაკის შეზღუდვის მქონე კომპანიის  კონტენტის დასათვალიერებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად მსგავს მატყუარაზე გადმოდის.  ამგვარად, შეზღუდული კონტენტის დათვალიერებაზე  პასუხისმგებლობა Twitter–ს  ფაქტიურად მომხმარებელზე გადააქვს.

Twitter–ის და   Buddy Media–ს მიერ შემოთავაზებული სისტემა ემსახურება ინიციატივას, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც  სატელევიზიო რეკლამის შეზღუდვის გამო, ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებამ გადაინაცვლა სოციალურ ქსელებში, აქედან გამომდინარე გაჩნდა აუცილებლობა არასრულწლოვანთა წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში, ალკოჰოლური სასმელების ლეგალური შეძენა და მიღება დაშვებულია 21 წლიდან.  მაგრამ, Facebook–ზე , მაგალითად, ნებადართულია აქაუნთის გახსნა 13 წლიდან, და  ასევე ამუშავებს ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი  იქნება 13 წლამდე ბავშვებმაც გამოიყენონ ეს სოციალური ქსელი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება