markup logo

698

Twitter–ის ორმა შემქმნელმა გაუშვა თემატური შეტყობინებების კოლექციის გამოქვეყნების სერვისი

medium

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიკრობლოგების სერვის Twitter–ის თანადამფუძნებლებმა ევან უილიამსმა და ბიზ სტოუნმა გამოაცხადეს ახალი ინტერნეტ სერვისის Medium–ის გაშვების შესახებ. Medium – ახალი საგამომცემლო პლატფორმაა, რომელიც „თავიდან იგონებს გამოცემის პროცესს და გადაჰყავს ის განვითარების ახალ ეტაპზე“.

უილიამსი და სტოუნი არა მხოლოდ Twitter –ის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, მათი სხვა ნამუშევარი – ბლოგჰოსტინგი Blogger –ია, ის ახლა ეკუთვნის Google –ს. 2011 წელს მათ დაარსეს კომპანია The Obvious Corporation, რომლის თანამშრომლები ახლა მუშაობენ Medium–ზე.

Medium –ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გამოაქვეყნონ რომელიმე თემას მიბმული ტექსტური შეტყობინებები ან ვიზუალური კონტენტი.  სერვისის გვერდებზე იქნება შეტყობინებების თემატური კოლექციები, რომლებშიც მომხმარებლები გაუზიარებენ ერთმანეთს მოგზაურობების ფოტოებს, მიღწევებს, ბავშვობის მოგონებებს და სხვა.

ეს აფართოებს მოსაუბრეთა სპექტრს, რადგან მომხმარებელი ხედავს მისთვის საინტერესო თემაზე ინფორმაციას სერვისის ნებისმიერი მონაწილისგან, ამიტომ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა იპოვოს სასურველი აუდიტორია.

თითოეულ შეტყობინებას Medium –ში აქვს საკუთარი რეიტინგი, რომელიც დამოკიდებულია მომხმარებელთა შეფასებებზე. შეტყობინებების განაწილება შესაძლებელია რეიტინგის ან შეტყობინების  დატოვების დროის მიხედვით.

მსგავსი პრინციპი გამოყენებულია სოციალურ ქსელში Pinterest, რომელშიც შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური კონტენტის გამოქვეყნება. ყველა შეტყობინება ნაწილდება თემატურად.

ამ დროისთვის Medium –ზე უკვე არსებობს რამდენიმე კოლექცია – მაგალითად, „ნახეთ, რა გავაკეთე“, „რა შემემთხვა“, „როდესაც ბავშვი ვიყავი“ და სხვა.

Medium –ის მომხმარებლებს, რომლებიც გადიან ავტორიზაციას Twitter –ის აქაუნტის მეშვეობით, შეუძლიათ შეტყობინებების დათვალიერება და შეფასება, მაგრამ საკუთარი კონტენტის გამოქვეყნების საშუალება გააჩნია  მხოლოდ მომხმარებელთა ვიწრო წრეს.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება