markup logo

938

Terragen – 2.4 3D ლანდშაფტების გენერატორი

 

იშვიათია ადამიანი, რომელიც 3D ლანდშაფტების გენერატორს ნახავს და მასში სამყაროს შემოქმედის სულმა არ გაიღვიძოს. რომ არ მოუნდეს რაიმე განსაკუთრებულის და უნიკალურის შექმნა.

ხშირად მსგავსი დანიშნულების პროგრამებში (Bryce, Vue, Mojoworld Generator) შექმნილი სურათების ხილვისას ძნელია დაიჯერო, რომ ეს მხოლოდ ვირტუალური იმიტაციაა და არა რეალური ფოტო.

ბრიტანული კომპანია Planetside Software იშვიათად ანახლებს თავის პროდუქციას, როგორიცაა ფართო მასებში შედარებით ნაკლებად ცნობილი პროგრამა სახელად  Terragen, რომელზეც ახლა  გვექნება საუბარი. უფრო სწორად მის განახლებულ ვერსიაზე.

წინამორბედისაგან განსხვავებით, ახალ  ვარიანტს დაემატა სრულფასოვანი ანიმაციური მოდული  ტაიმლაინის და კეიფრეიმების რეგულირებით (უფრო დეტალურად იხილეთ მწარმოებლის ვებ გვერდზე www.planetside.co.uk

ცალკე აღსანიშნავია  განახლებული და საკმაოდ კარგად ოპტიმიზირებული გრაფიკული ბირთვი, რომელიც საშუალებას იძლევა მილიარდობით პოლიგონით უპრობლემოდ მანიპულირებისა. აგრეთვე განახლებულია მაღალი დეტალიზაციის პროცედურულ რუქებთან მუშაობაც და მრავალშრიანი ღრუბლების შექმნაც. უმეტესი ფუნქციa  რეალურ დროში აისახება ეკრანზე, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის როგორც დამწყები დიზაინერის, ასევე გამოცდილი მომხმარეbლის მუშოაბას.

თავად პროგრამა წარმოდგენილია რამოდენიმე ვერსიად და რაც უფრო მეტია შესაძლებლობა, მით მეტად იზრდება ფასიც. სტანდარტული  – 199$, ანიმაციის მოდულით 299$ და გაფართოებული სპეც ვერსია ინტეგრირებული XfrogPlants სხვადასხვა კატეგორიის მცენარეების დიდი ბიბლიოთეკით – 699$.

ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ არსებობს არაკომერციული დანიშნულების და სრულიად უფასო ვერსიაც. მართალია, მთელი რიგი შეზღუდვებით, მაგრამ მაინც მუშა და მძლავრი.

დაინტერესების შემთხვევაში მისი გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან.

Terragen საკმაოდ სწრაფი და ხარისხიანი პროდუქტია. მართალია ვერ შეეჭიდება Vue-ეს, მაგრამ თავის სექტორში საკმაოდ იაფი და სერიოზული შესაძლებლობების პროგრამაა. აქტიურად გამოიყენება როგორც კინოინდუსტრიაში, ასევე ლანდშაფტური მოდელირების და დიზაინის თვალსაზრისითაც.

გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ Terragen-ის მეშვეობით შექმნილი ლანშაფტები

 

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება