markup logo

1,055

TeamViewer განახლება iOS-თვის

tw

გერმანულმა კომპანია – TeamViewer-მა გამოუშვა ამავე სახელის პროგრამული განახლება iOS-ის პლატფორმისათვის. ამიერიდან TeamViewer for Remote Control iOS თქვენ iPhone, iPod touch თუ iPad-ს სრულფასოვან, დისტანციური წვდომის კონსოლად გადააქცევს ნებისმიერი ოპერაციული სისტემისათვის, Windows იქნება ეს Linux თუ Mac. სენსორული ეკრანის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწაროებლებმა მეტად ორიგინალური გამოსავალი მონახეს, რათა კომპიუტერის ღილაკების და ცენტრალური ბორბლის იმიტირება მოეხდინათ. გამოსავალი ჟესტურ მართვაში აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაცილებული კომპიუტერის  სრულფასოვანი მართვა,  სისტემური ცვლილებების შეტანა, სხვადასხვა კონტენტის გაშვება, ეკრანის რეზოლუციის ცვლილება, გადატვირთვა და ასე შემდეგ.

teamviewer_001

განახლებული TeamViewer for Remote Control iOS გამოირჩევა მიმზიდველი ინტერფეისით და უფრო ერგონომიული დიზაინით. გარდა ამისა, არ დაავიწყდათ iPad 3–ის  ეკრანის მაღალი რეზოლუციაც  და ამიტომ ინტერფეისის ელემენტები ისე  განალაგეს, რომ მარტივი მოსახმარი ყოფილიყო და სწრაფი წვდომის ღილაკებიც მშვენივრად დაეტია ჩანართებისა და გადაფარვების გარეშე.

Apple-ის პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე TeamViewer-ით იზრუნეს იმაზეც, რომ აპლიკაციებს შორის გადართვისას არ გათიშულიყო დისტანციური წვდომის სეანსი, რაც წინა ვერსიებში უამრავ პრობლემას ქმნიდა.

teamviewer_003

გადაიწერა აგრეთვე პროგრამული ბირთვიც, და მწარმოებლების განცხდებით პროგრამა გაცილებით სტაბილური და სწრაფი გახდა. აგრეთვე შემცირდა ენერგომოხმარება როგორც აქტიურ, ასევე ფონურ რეჟიმშიც, რაც თანამედროვე მობილური აპარატურის შემთხვევაში საკმაოდ აქტუალურია.

TeamViewer ტრადიციულად უფასოდ ვრცელდება და არც iOS-თვის გაუკეთებიათ გამონაკლისი. გადმოწერა შეგიძლიათ როგორც მწარმოებლის საიტიდან (http://www.teamviewer.com/en/download/mobile.aspx), ასევე iTunes-ს მაღაზიიდან (http://itunes.apple.com/us/app/teamviewer/id379424610).

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება