biNu ძველი მობილურების მეორე სიცოცხლე
,ნორვეგიული კომპანიის მიერ შექმნილმა Opera Mini – იმ და მოგვიანებით კი Opera Turbo-ს ტექნოლოგიამ მრავალი პროგრამისტი თუ კომპანია დააფიქრა ახალი სისტემების დანერგვაზე. შეგახსენებთ, რომ Opera Mini ტვირთავს თქვენს მიერ არჩეულ ვებ-გვერდს ჯერ შუალედურ – სწრაფი წვდომის სერვერზე, სადაც ხდება გამოსახულებისა თუ სხვა ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის შეკუმშვა და ოპტიმიზირება კონკრეტული სმარტფონისა თუ პლანშეტური კომპიუტერისათვის.