markup logo

ტეგები: Smartphone

Samsung Galaxy S III გერმანულ ამაზონზე გამოჩნდა

ავტორი : Guram Chkhaidze,

ცოტა ხნის წინ Amazon.de-ზე გაჩნდა სამსუნგის ახალი სმარტფონი Galaxy S3, მართალია მისი მხოლოდ წინასწარი შეკვეთაა შესაძლებელი (pre-order) 599 ევროდ (792$) და ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის, თუმცა ეს ფაქტი მაინც საგულისხმოა. საგულისხმოა იმდენად რამდენადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირტუალურ თუ რეალურ დახლებზე Galaxy S3  მალე გაჩნდება, გარდა ამისა ამაზონის წინასწარი შეკვეთის შეთავაზებაში მტკიცდება მანამდე გავრცელებული რამდენიმე ჭორი – მაგალითად, 4,7 დიუიმიან Super-AMOLED ეკრანის და 12 მეგაპიქსელიან კამერის თაობაზე. სხვა დანარჩენი ხმები ამ ეტაპზე ისევ ხმებად რჩება, იქნება ეს 16GB შიდა მეხსიერება თუ LED ფოტოგანათება.

3 მაისს ლონდონში დაგეგმილ Galaxy Launch Event-ის შემდეგ კი დანარჩენი ჭორების გადამოწმების საშუალება  გვექნება.

http://cialisresultgroup.com/