markup logo

ტეგები: Samsung

Samsung Galaxy S III გერმანულ ამაზონზე გამოჩნდა

ავტორი : Guram Chkhaidze,

ცოტა ხნის წინ Amazon.de-ზე გაჩნდა სამსუნგის ახალი სმარტფონი Galaxy S3, მართალია მისი მხოლოდ წინასწარი შეკვეთაა შესაძლებელი (pre-order) 599 ევროდ (792$) და ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის, თუმცა ეს ფაქტი მაინც საგულისხმოა. საგულისხმოა იმდენად რამდენადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირტუალურ თუ რეალურ დახლებზე Galaxy S3  მალე გაჩნდება, გარდა ამისა ამაზონის წინასწარი შეკვეთის შეთავაზებაში მტკიცდება მანამდე გავრცელებული რამდენიმე ჭორი – მაგალითად, 4,7 დიუიმიან Super-AMOLED ეკრანის და 12 მეგაპიქსელიან კამერის თაობაზე. სხვა დანარჩენი ხმები ამ ეტაპზე ისევ ხმებად რჩება, იქნება ეს 16GB შიდა მეხსიერება თუ LED ფოტოგანათება.

3 მაისს ლონდონში დაგეგმილ Galaxy Launch Event-ის შემდეგ კი დანარჩენი ჭორების გადამოწმების საშუალება  გვექნება.

http://cialisresultgroup.com/

Samsung­-ის ტელევიზორებზე თამაშები კონსოლის გარეშე გაეშვება

ავტორი : Guram Chkhaidze,

სათამაშო ინდუსტრიის „Electronic Entertaiment Expo (E3)“‚ ‚რომელიც 5-­დან 7 ივნისამდე ლოს­ანჯელესში გაიმართა‚ კომპანია „Samsung Electronics“­-მა წარადგინა ახალი ღრუბლოვანი სერვისი‚ რომელიც განკუთვნილია მაღალფასიანი სეგმენტის ტელევიზორებისთვის. ახალი ნაკადის ვიდეოთამაშები ხელმისაწვდომი იქნება „Smart Hub“-­ის პლატფორმაზე და თავიდან იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმუშავებს. მას შემდეგ‚ რაც სიახლეს ამერიკელებზე გამოცდიან‚ სერვისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

ტეგები: , ,

Nokia–მ დაკარგა ლიდერის პოზიცია მობილური ტელეფონების ბაზარზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

„მზის ქვეშ არაფერია მარადიული, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს“, ამ ძველი სიბრძნის ჭეშმარიტებაში ახლახანს დარწმუნდნენ კომპანია Nokia–ს თანამშრომლები. საქმე იმაშია, რომ ამ ფინურმა კომპანიამ დაკარგა ლიდერის პოზიცია მობილური ტელეფონების მწარმოებელთა ბაზარზე, პოზიცია, რომელსაც იგი ბოლო 14 წელი, 1998 წლიდან ინარჩუნებდა! ამაში „დამნაშვე“ კი სამხრეთკორეული Samsung–ია.

S-Cloud vs. iCloud ანუ „ღრუბლების ომი“

ავტორი : Zorg,

ბოლო დროს სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს დაპირისიპირება ორ გიგანტ კორპორაციას შორის  და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კომპანიამ საპატენტო მანიპულაციებით მოახერხა Samsung-ის პროდუქციის ბლოკირება რიგ ევროპულ ქვეყნებში. მას შემდეგ არ წყდება დავა და დაპირისიპირება, რომელიც სასამართლოს ფარგლებს გასცდა და გამოიხატა ტექნოლოგიურ ბრძოლაში უპირატესობის მოსაპოვებლად.

ტეგები: , , ,
12