Western Digital–მა გამოუშვა „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ მყარი დისკი
,მყარი დისკების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Western Digital დააანონსა ახალი ჰიბრიდული კომპაქტური შემგროვებლების (ფორმ–ფაქტორი 2,5 დიუიმი, კორპუსის სისქე 5 მმ) გამოშვება. მწარმოებელი აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე თხელი მყარი დისკი მსოფლიოში და გამოდგება ყველაზე თხელი უტრაბუქებისთვის – მსუბუქი და კომპაქტური ნოუტბუქებისთვის, რომლებიც შემუშავებულია Intel–ის ინიციატივით Apple MacBook Air–თან საკონკურენციოდ.