markup logo

ტეგები: Google

iPad 2–ის ფასის შემცირებამ პლანშეტების ბაზარზე გაიაფება გამოიწვია

pads

როგორც ვიცით, როდესაც 2012 წლის 16 მარტს Apple – მა წარადგინა მესამე თაობის iPad, მისი წინამორბედის ფასი შემცირდა 100 დოლარით და „მოკრძალებულ“ $399–მდე დავარდა.

როგორც გაირკვა, ფასის ვარდნამ საგრძნობი  ზეგავლენა იქონია პლანშეტების ინდუსტრიაზე, რადგან   iPad–ის კონკურენტებიც იძულებულნი გახდნენ ასევე დაეგდოთ ფასი.  

ტეგები: , ,

ახალი სოციალური ქსელი ტერორისტებისა და მათ მსხვერპლთათვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

„ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ (AVE – Against Violent Extremism) – ასე ერქმევა ახალ სოციალურ ქსელს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი კამპანია Google Ideas-ს ფარგლებში იქმნება. როგორც იტყობინება ჟურნალი Wired, ამ ქსელის მონაწილეები უნდა გახდნენ ყოფილი ტერორისტები და ტერორისტული აქტების მსხვერპლნი.

მალე გასაყიდად გამოვა Google-ს 7­-დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერი

ავტორი : Guram Chkhaidze,

nexus

კომპანია Google საკუთარი წარმოების 7­დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერის – Nexus-­ის გამოშვებას ამ თვეში დაიწყებს. იგი კომპანია ASUS-­თან თანამშრომლობით შეიქმნა. გასაყიდად ეს პროდუქტი კი უკვე ივლისში გამოვა. პირველი პარტია დაახლოებით 600 ათას მოწყობილობას შეადგენს. გაჯეტი იმუშავებს OC Android 4.0 (Ice Grem Sandwich)­ზე, მაგრამ არ გამოირიცხება მეხუთე ვერსია – Jelly Bean. ამაზე კი‚ როგორც მოელიან‚ დაწვრილებით ისაუბრებენ კონფერენციაზე – Google I/O რომელიც სტარტს 27 ივნისს აიღებს.

ტეგები: , ,

Google-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკორდული ჯარიმა ემუქრება

ავტორი : Guram Chkhaidze,

google

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ–ევროკომისიამ – კომპანია „Google“-­ში გააგზავნა წერილი  მოთხოვნით აღმოფხვრან დარღვევები‚ რომლებითაც კომპანიის პროდუქტები იღებენ უპირატესობას კონკურენტებისთვის ზიანის მიყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში‚ როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის ხოაკინ ალმუნიას ხელმოწერილ წერილშია ნათქვამი‚ ამერიკულ ინტერნეტ­გიგანტს რეკორდული ჯარიმა ემუქრება – 3‚8 მილიარდი დოლარი (კომპანიის წლიური შემოსავლის 10%).

123