markup logo

ტეგები: Flash

AirDrive HD

ავტორი : Zorg,

airdrive

AirDrive HD არის უფასო უტილიტა  iOS პლატფორმისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს სმარტფონი თუ პლანშეტური კომპიუტერი გადავაქციოთ მოხერხებულ Flash-დრაივერად და გამოვიყენოთ იგი ორ კომპიუტერს შორის ინფორმაციისა და ფაილების გაცვლისათვის. გვეზოგება დრო და არ არის საჭირო პლანშეტი კაბელის მეშვეობით რიგრიგობით მივაერთოთ ყველა კომპიუტერთან ცალ-ცალკე. საკმარისია მხოლოდ სასურველი დანადგარები ყველა ერთ Wi-Fi ქსელში იყოს გაერთიანებული.

ტეგები: , ,

Chrome მიკროფონების‚ კამერების‚ მაკონტროლებელი მოწყობილობების მართვას მალე პლაგინების დახმარების გარეშე შეძლებს

ავტორი : Guram Chkhaidze,

gcr

ბროუზერი Google Chrome‚ უახლოეს დროში გაფართოებულ ფუნქციონალებს მიიღებს ორი ახალი „API“-­ის ხარჯზე – გამოყენებითი პროგრამირების ინტერფეისებისა‚ რომლებიც განკუთვნილია სხვა დამმუშავებელთათვის. როგორც Google-­ის ბლოგი იუწყება‚ ახალი ფუნქციების ნაკრები ჯერჯერობით ხელმისაწვდომია Chrome 21-­ის ბეტა­ვერსიაში‚ რომლის გადმოქაჩვა შესაძლებელია Google­-ის საიტიდან. ამას გარდა 21-­ე ვერსიის სატესტო აწყობა მხოლოდ Windows XP-­ზე‚ Vista­ზე ანდა „7“-­ზე მუშაობს.

ტეგები: , ,