markup logo

ტეგები: Apple

Google ყიდის Motorola Mobility–ის აქტივებს

googlemoto

Google–ს სურს სატელიტური რესივერებისა და სატელევიზიო დამატებითი აღჭურვილობის Motorola Mobility –ის დეპარტამენტის გაყიდვა. მყიდველის ძიებით დაკავებულია ბანკი Barclays.  Bloomberg–ის წყაროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაყიდვის პროცესი დაწყებით სტადიაზეა, მაგრამ Google აპირებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მიღებას ამ დეპარტამენტის გაყიდვით.

ბლოგებში გამოჩნდა “iPad-mini”-ს პირველი ფოტოები

ავტორი : Guram Chkhaidze,

ipadmini

ბლოგ 9to5mac –ში გამოქვეყნდა „დაპატარავებული“ iPad–ის (მასზე 2010 წლიდან დადიოდა ხმები) მაკეტების რამდენიმე ფოტო.  2012 წლის მაისში გამოცემა DigiTimes იუწყებოდა,  iPad mini–ის შესაძლო თხევადკრისტალურ, 7,85 დიუიმიანი ეკრანის შესახებ, მოდელის ფასი, გამოცემის ცნობით, არ აღემატება 300 დოლარს.

ტეგები: , ,

Motorola Mobility ამცირებს პერსონალის რაოდენობას

ავტორი : Guram Chkhaidze,

motorola

Google –ში შემავალი Motorola Mobility (MMI)– მ განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი შტატის 20% – ით შემცირებას – სამსახურს დაკარგავს 4 ათასი ადამიანი. მაისის ბოლოს დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი დენის ბუდსაიდი ამბობს, რომ კომპანიამ უნდა დატოვოს წამგებიანი ბაზარი, უარი განაცხადოს დაბალფუნქციონალურ მოწყობილობების გამოშვებაზე და შეამციროს წარმოება ტელეფონების რამდენიმე მოდელამდე. 

ახალი iPhone გაყიდვაში გამოვა აშშ–ში 21 სექტემბერს, შეკვეთები მიიღება 12 სექტემბრიდან

ავტორი : Guram Chkhaidze,

ia

საიტი iMore ამტკიცებს, რომ Apple მიიღებს შეკვეთებს ახალი თაობის iPhone –ზე მისი აშშ–ში ანონსირების დღეს – 12 სექტემბერს. გაყიდვების დაწყება კი დაგეგმილია 21 სექტემბრისთვის.

ტეგები: , ,

Acer იმუქრება, რომ უარს იტყვის Windows–ზე Microsoft–ის კომპიუტერების მწარმოებელთა ბიზნესში ჩარევის გამო

acerw

კორპორაცია Acer–მა შესაძლოა უარი განაცხადოს Windows პლატფორმიანი კომპიუტერების გამოშვებაზე მას შემდეგ რაც Microsoft  საკუთარი ბრენდით გამოუშვებს Surface პლანშეტებს.

ტეგები: , ,

LaCie-მ წარადგინა ახალი Mac თავსებადი USB 3.0 გარე დრაივერები

ავტორი : Guram Chkhaidze,

LaCie

Lacie-მ დააანონსა USB 3.0 დრაივერების ახალი თაობა, უახლესი MacBook–ების ახალი  Ivy Bridge–ის ყველა პლიუსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. ახალი Rugged Triple, Porsche Design P’9223 და P’9233 მოდელებში გამოყენებული  USB Attached SCSI Protocol (UAS) პროტოკოლის მეშვეობით,  შესაძლებელია  მონაცემებთან მუშაობა მაქსიმალური სისწრაფით   Lion ან Mountain Lion ოპერაციულ სისტემებში. თუ თქვენ ეძებთ მსგავს კოხთა შესანახ მოწყობილობას, ის ხელმისაწვდომია  Apple stores–ში და ზაფხულის განმავლობაში LaCie–ს ვებ საიტზე.

ტეგები: , ,