markup logo

738

Symantec: ახალი ვირუსი ჰპარავს პაროლებს Diablo III–ის მომხმარებლებს

dsmt

კომპანია Symantec –მა განაცხადა მავნე პროგრამა W32–ის ახალი მოდიფიკაციის აღმოჩენის შესახებ.  Gammima.AG ჰპარავს პაროლებს Diablo III ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის მომხმარებლებს.

ამ თამაშის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გეიმერებს ააქვთ შესაძლებლობა შეიძინონ რესურსები რეალურ ფულად აუქციონზე Real Money Auction House, რაც პირდაპირ აკავშირებს თამაშს რეალურ სამყაროსთან.  Symantec –ში აღნიშნავენ, რომ Diablo III –ის რუსულენოვანი ვერსიის გაშვება მოხდა 6 ივნისს, ეს შეიძლება გახდეს რუსულენოვანი მომხმარებლების კომპიუტერების W32.Gammima.AG –თი დაავადების მიზეზი.

თამაშის დეველოპერი, Blizzard Entertainment , გამოიყენა უსფრთხოების რიგი საშუალება, მაგალითად ერთჯერადი პაროლი და ჩანაწერების ბლოკირება, რისი საშუალებითაც მოთამაშეებს შეუძლიათ დაიცვან ვირტუალური ქონება და ოქრო.

როგორც კომპანია Blizzard–ში ამბობენ, ადრე მსგავსი იერიშები განახორციელეს ვირტუალურ თამაშებზე  Lineage, World of Warcraft, MapleStory და სხვა.

Diablo III – არის 12 წლის წინ გამოსული მეორე ნაწილის გაგრძელება. ამ სათამაშო Action-RPG ჟანრის სერიალის მოქმედება ვითარდება გამოგონილ სამყაროში, სადაც კეთილი და ბნელი ძალები ებრძვიან ერთმანეთს.

სათამაშო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს პერსონაჟის სიძლიერის მომატება და უნარების განვითარება. ამ თამაშს ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე მეტად ელოდებოდა მომხმარებელი.  აშშ–ში სტანდარტული ვერსია ღირს 60 დოლარი.  ახალი თამაში,  წინა ვერსიებისგან განსხვავებით, მუდმივად მოითხოვს battle.net – თან კავშირს.

15 მაისს დაწყებული გაყიდვებიდან  24 საათში გაიყიდა Diablo III–ის 3,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი, რითაც დაამყარა პერსონალური კომპიუტერებისთვის თამაშების გაყიდვების სისწრაფის ახალი რეკორდი.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება