markup logo

788

Sound Forge Pro Mac 1.0

Sound-Forge_001

ყველას ვისაც ხშირად უწევთ აუდიო მასალებთან მუშაობა, აუცილებლად ეცოდინება პროგრამა Sound Forge, რომელიც მრავალი წელია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს როგორც სამოყვარულო, ასევე როგორც პროფესიონალთა ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი.

აქამდე Sound Forge მხოლოდ PC პლატფორმისათვის გამოდიოდა და აი, როგორც იქნა, კომპანია SONY-მ შეისმინა მრავალმილიონიან მომხმარებელთა თხოვნა და პროგრამა Mac OS X-სთვისაც გამოუშვა, რომელიც თავიდანვე PRO ვერსიის სახით არის წარმოდგენილი.

ახალი ვერსია PC თანამოძმისაგან გადამუშავებული და სახეცვლილი ინტერფეისით გამოირჩევა. გაჩნდა ე.წ. დანიშნულებადი კონტროლ-პანელები, რომლების გარკვეული ოპერაციის გააქტიურებისას ავტომატურად გაჩნდებიან და კონკრეტული ინსტრუმენტის რეგულირების საშუალებებს შემოგვთავაზებს.გარდა ამისა, მომხმარებელს თავადვე შეეძლება გადაწყვიტოს რომელი პანელი სად იყოს განთავსებული, პირადი პრიორიტეტების მიხედვით განალაგოს და დააფიქსიროს ისინი.

Sound Forge_002

 

Sound Forge Pro Mac 1.0-ის მეშვეობით შესაძლებელია ჩაიწეროს და დამუშავდეს უმაღლესი ხარისხის აუდიო ფაილები, მათ შორის 32 არხიანი 192 კილოგერციანი დისკრეტიზაციითაც კი. არანაირი შეზღუდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება საშუალებას იძლევა სტუდიურ თუ სამოყვარულო დონეზე დამუშავდეს როგორც ერთეული, ასევე ფაილების დიდი მასივები. ამაში დაგვეხმარება Plug-in Chainer, რომელიც წარმოადგენს მაკროსკრიპტის მსგავს ინსტრუმენტს. მისი მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა პლაგინების ნაკრები, რომლებიც წინასწარ გაწერილი მონაცემების მიხედვით და თანმიმდევრობით დაამუშავებენ ფაილების ნაკრებს.

ხმოვანი ეფექტების რეალიზებისათვის Sound Forge-ში სპეციალური პლაგინების ნაკრები –  iZotope Mastering Effects არის ინტეგრირებული. აგრეთვე,გაჩნდა ახალი საშუალებები ჩანაწერიდან არასასურველი ხმაურის მოსაცილებლად,როგორებიცაა – ფონური გუგუნი, წკაპუნი, ფაილების გადაკერების აგდილას ნახტომისებური ცვალებადობა და სხვა.

ჩამოთვლილის გარდა ხელმისაწვდომია Zplan-ის პლაგინი Elastique Pro, რომელიც განკუთვნი­ლია ხმის ტემბრისა და ტონალობის შესაცვლელად, მის შესაკუმშად ან გასაწელად და ასე შემდეგ. საბედნიეროდ Sound Forge მხოლოდ ინტეგრირებული პლაგინების იმედად არარის დატოვებული. თავისუფლად შეიძლებანებისმიერი გარეშე – AU და VST დამატებების გამოყენება.

Sound Forge_003

სამწუხაროდ Sound Forge Pro Mac 1.0-ის სისტემური მოთხოვნები უცნობია. სავარაუდოდ პროდუქტი მხოლოდ Intel –ის პროცესორებიან სისტემებზე იმუშავებს და არ ექნება მოძველებული ვერსიის კომპიუტერების მხარდაჭერა.

გაყიდვები ოქტომბრიდან დაიწყება და თითოეული კოპია 299$ ეღირება. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ოფიციალურ ანონს გაეცნოთ თავად მწარმოებლის საიტზე:

http://www.sonycreativesoftware.com/news/ShowRelease.asp?ReleaseID=772&CatID=0

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება