markup logo

960

Sony ოფიციალურად წყვეტს საქმიან ურთიერთობას Sharp LCD–სთან

sharp

მას შემდეგ რაც Sony–მ შეწყვიტა თანხის ჩადება „ავადსახსენებელ“ Sakai–ს ფაბრიკაში, რომელსაც ის Sharp–თან ერთად ფლობდა, ნათელი გახდა, რომ საბოლოო დამშვიდობება ჩვეულებრივ ფორმალობაზე უფრო მწარე იქნებოდა.

და აი ისიც, ცივი, მწვავე რელიზი, რომელიც გვაუწყებს, რომ Sony მიჰყიდის Sharp–ს აქციების 7 პროცენტს და უკან იბრუნებს თავდაპირველად ინვესტირებულ 10 მილიარდ იენს (126 მილიონი დოლარი). ერთადერთი დასახელებული მიზეზი არის „თხევადკრისტალური პანელებისა და ტელევიზორებისადმი საბაზრო მოთხოვნების სწრაფი ცვლა“.

ეს არის „ზრდილობიანი“ მითითება იმ ფაქტზე, რომ დიდი ტელევიზორების გაყიდვებისაგან შემოსული მოგება შემცირდა კომპანიის მიერ ნავარაუდებთან შედარებით. ჯერ კიდევ 2008 – 2009 წლებში, როდესაც მსოფლიო გლობალური კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო შესული კულმინაციურ ფაზაში. რეფორმების პერიოდში მყოფ კომპანია Sony – სთვის წარმატების მომტანი იყო მყარი კონტრაქტი Sharp–თან, რომელმაც  გადაარჩინა კომპანია  მომავალი წლებს  ფინანსური პროგნოზების გადახედვას. ახლა კი დრო შეიცვალა და გაყრა გარდაუვალი გახდა.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება