markup logo

994

SONY-მ ექსტრემალური სიტუაციებისთვის ხელის დასამუხტი მოწყობილობა წარადგინა

sony

კომპანია სონიმ გამოუშვა ხელის დასამუხტი მოწყობილობა „CycleEnergy USB CP-A2LAKS“. ხელის – პირდაპირი გაგებით‚ ვინაიდან იმისათვის‚ რათა დავმუხტოთ მობილური‚ აუცილებელია გამუდმებით ვაბრუნოთ სახელური.

სიახლე შეიცავს ბატარეას ტევადობით 4000 მა/სთ და მოსახსნელ ბლოკს ხელის გენერატორით. მომხმარებელს სთავაზობენ დაატრიალოს სახელური სამი წუთის განმავლობაში‚ რის შემდეგაც ერთი წუთი შეეძლება ილაპარაკოს ტელეფონზე. გაჯეტებს დასამუხტი მოწყობილობა USB პორტით უერთდება.

ივარაუდება‚ რომ ხელით დამუხტვა საჭირო იქნება ექსტრემალური სიტუაციების დროს‚ როდესაც ვერ ხერხდება როზეტთან მისვლა ანდა კავშირის სტაციონარული საშუალებების გამოყენება.

ბატარეა „CP-A2LAPKS“­ის დამუხტვა შეიძლება ცვლადი დენის ქსელიდან. მოწყობილობის ბატარეის სრული ტევადობა საკმარისია სმარტფონის სტანდარტული აკუმულატორის ენერგიის ორჯერ შესავსებად.

სიახლის ღირებულება დაახლოებით 100 დოლარი იქნება.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება