markup logo

523

Skypod – რობოტი – მომწესრიგებელი, რომელიც მაღალ თაროებზე ადის.

ფრანგულმა სტარტაპმა Exotec Solutions , რომელიც 2015 წელს დაარსდა, წარმოადგინა თავისი ახალი გამოგონება – რობოტი Skypod, რომელიც შექმნილია საწყობებში სამუშაოდ. კერძოდ, ამანათების და სასაქონლო ერთეულების მოწესრიგებისთვის.
რობოტი Skypod.-ს განსაკუთრებული თვისებაა – ავიდეს ყველაზე მაღალ თაროებზე.

რობოტ Skypod-ს ერთ საათში შეუძლია დაამუშაოს ამანათების 400 ცალი ერთეული, აწიოს 30კგ. ტვირთი და განავითაროს სიჩქარე 16კმ/სთ., რაც ორჯერ მეტია, კონკურენტი მოდელების შესაძლებლობებთან შედარებით.
მაგალითისთვის, ადამიანს შეუძლია დაამუშაოს 100 ცალი სასაქონლო ერთეული.

რობოტის ნავიგაციის სისტემა აწყობილია ლაზერულ სკანერზე, რომლის მეშვეობითაც რობოტი გადაადგილდება საწყობის მთელ ტერიტორიაზე.
ტექნოლოგია ისეა მოწყობილი, რომ სულ რამოდენიმე დღეა საჭირო საწყობის მოწესრიგებისათვის.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება