markup logo

894

Sharp უშვებს სერიულ წარმოებაში ულტრათანამედროვე 5 დიუიმიან დისპლეის

d

იაპონურმა კომპანია Sharp –მა გამოაცხადა 5 დიუიმიანი  1080р  გაფართოებიანი დისპლეების წარმოებაში გაშვების თაობაზე. ახალი დისპლეების გაფართოება იქნება  1080х1920 და სიმჭიდროვე 443 პიქსელი დიუიმზე.  როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, მოაქვს დიდი ეკრანების ნამდვილი HD გაფართოება მობილურ მოწყობილობებში. Sharp –ის ახალი დისპლეების პროტოტიპები წარდგენილი იყო იაპონიაში გამოფენაზე CEATEC.

მობილური მოწყობილობების ეკრანისთვის 443 ppi სიმჭიდროვე – რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის: უახლეს Android სმარტფონების HTC Rezound და Sony Experia–ს სიმჭიდროვე შეადგენს 342 ppi, iPhone 5–ის კი  – 326 ppi.

უფრო ადრე ამგვარ დისპლეებს, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით, ექსპერიმენტული პარტიის სახით უშვებდა ჩინური კომპანია Oppo, რამდენიმე დღის წინ კი  LG –მ დააანონსა სმარტფონი Optimus Vu II, 5 დიუიმიანი ეკრანით, 1920х1080 გაფართოებით, თუმცა სიმჭიდროვის მაჩვენებელი დაბალია. დაუმტკიცებელი ცნობებით, ამგვარ მოწყობილობას მალე კომპანია  HTC გამოშვებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაჩნდება მაღაზიებში ახალი სმარტფონები ამ ეკრანებით, გარდა ამისა, ცხადია დეველოპერებმა უნდა შეცვალონ Android ინტერფეისი და სხვა მობილური ოპერაციული სისტემები.

Android ინტერფეისი ოპტიმიზირებულია სმარტფონის გაფართოებაა    1280х720.         ახალი ეკრანი გვთავაზობს 2,25 –ჯერ მეტ სიმჭიდროვეს.  ასეთი გაფართოების უპირატესობებით სარგებლობისთვის ოპერაციულ სისტემას სჭირდება მძლავრი გრაფიკული ქვესისტემა.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება