markup logo

852

Samsung-ის პლანშეტის ტესტირება

პლანშეტს, რომელსაც  აზროვნების მართვით აკონტროლებ, ეს არის IT ტექნოლოგიებში განვითარების უპრეცედენტო მაგალითი.

Samsung-ი სერიოზულად მუშაობს პლანშეტებზე, რომელსაც გააკონტორლებს აზრებით. ექსპერიმენტი Galaxy Note 10.1  პლანშეტზე მიმდინარეობს. ინჟინრები ცდილობენ გაიაზრონ და განავითარონ ადამიანისა და კომპიუტერის აზრებით ურთიერთქმედების სისტემა.

მეცნიერების აზრით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ  არა  უახლოეს  მომავალში. Samsung-ი თავს იკავებს ყოველგვარი კვლევის დეტალებზე კომენტირებისგან.

რამდენიმე წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო კლავიშების გარეშე კომპიუტერის მართვა, დღევანდელ რეალობაში  კი სენსორული ეკრანი   და  ხმოვანი აკრეფის საშუალება გვაქვს  და არც ჟესტებით  და  თვალებით მართვა უკვირს ვინმეს.

ამჯამად ინჟინრები სპეციალურ შლემზე მიბმული ელექტროდების საშუალებით მართავენ კომპიუტერს, თუმცა სიზუსტის სისტემა არ არის 100%. ზოგადად სისტემის დანერგვა მიზანშეწონილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება