markup logo

844

S.T.A.L.K.E.R. 2-ის ძვლებზე აღმოცენებული Survarium-ი

stalker

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კერძოდ კი წლის დასაწყისში, უკრაინულმა სტუდია GSC Game World სოციალური ქსელი Facebook–ის მეშვეობით გაახარა და, ამავე დროს, დაამშვიდა ლეგენდადქცეული თამაშის – S.T.A.L.K.E.R.-ის მრავალმილიონიანი ფანების არმია  ახალი ინფორმაციით, რომ ჯგუფი არ წყვეტს მუშოაბას და აქტიურად განაგრძობს S.T.A.L.K.E.R 2-ის შექმნას.

სამწუხაროდ სიხარული დროებითი აღმოჩნდა, რადგან 2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული გუნდი ფაქტობრივად ენთუზიაზმზე მუშაობდა, მაგრამ დაინტერესებული ინვესტორის მოზიდვა ვერანაირად ვერ მოხერხდა. ამიტომაც 2012 წლის მარტიდან აღნიშნული სტუდია ე.წ. რებრენდინგი განიცადა და მოგვევლინა Vostok Games–ის სახით, რომელმაც S.T.A.L.K.E.R. 2 დროებით შეაჩერა, როგორც პროექტი და შორეული მომავლის იმედად გადაინახა. სამწუხაროდ დაფინანსების პრობლემა არ გამხდარა ამის მთავარი მიზეზი. GSC Game World-მა  ვერ მიაღწია ოპტიმალურ შეთანხმებას ბრენდ “S.T.A.L.K.E.R. “-ის კანონიერ მფლობელთან. თუ რა იყო ამის მიზეზი მომავალში უფრო ზუსტად გავიგებთ, ამ ეტაპზე კი ყველაფერი ბურუსითაა მოცული.

ახლად  გამოჩეკილი  სტუდია, რა თქმა უნდა, GSC Game World-ის ბაზაზეა დაფუძნებული, მაგრამ  დაიწყებს მუშაობას ახალი სტილის MMOFPS-ზე   სახელად Survarium. ის უფასო იქნება და მოთამაშეებს შეუზღუდავ თავისუფლებას მიანიჭებს. კონკრეტულად რა ტიპის შუტერი იქნება, რა რეჟიმში იმუშავებს და ასე შემდგომ, ჯერ უცნობია.

მოქმედება  მომავალ თამაშში  კვლავ  პოსტაპოკალიპტურ გარემოში ვითარდება, მაგრამ  არ არის მიჯაჭვული  რომელიმე კონკრეტულ რეგიონზე. ყველაფერი ისევ  ეკოლოგიური კატასტროფის ირგვლივ იტრიალებს, მაგრამ უცნობია, თუ რა კატეგორიის და რა სახის იქნება იგი.

საბოლოო ჯამში შთაბეჭდილება მრჩება, რომ თამაში  მოგვევლინება, როგორც  კარგად ნაცნობი „ზონა“, მაგრამ პლანეტარული მასშტაბის. კვლავ მუტანტების ლეგიონები, კვლავ გაგიჟებული ბუნება და ადამიანების მცირედი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სიცოცხლის შენარჩუნებას და  აჯანყებულ სამყაროსთან გამკლავებას.

აქვე გვეძლევა საშუალება ვიხილოთ გუნდის წევრების ინტერვიუ, სადაც ისინი მომავლის მიზნებზე და წარსულის შეცდომებზე საუბრობენ, მაგრამ პირადად ჩემთვის ინტერვიუ უფრო თავის მართლებას ჰგავს, ვიდრე ახალი პროექტის ანონსირებას.

სამწუხაროა როდესაც S.T.A.L.K.E.R.-ის მსგავსი პროექტები ასე უსახელოდ ქრებიან, რამეთუ როგორც ყველგან, ასევე გეიმ ინდუსტრიაშიც რეალურად კარგი თამაშები სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება, რადგან  საქმის მცოდნე,  მოტივირებული პროფესიონალების ნაცვლად ყველაფერს ცივსისხლიანი ბუღალტრები განაგებენ.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება