markup logo

499

S-Cloud vs. iCloud ანუ „ღრუბლების ომი“

ბოლო დროს სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს დაპირისიპირება ორ გიგანტ კორპორაციას შორის  და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კომპანიამ საპატენტო მანიპულაციებით მოახერხა Samsung-ის პროდუქციის ბლოკირება რიგ ევროპულ ქვეყნებში. მას შემდეგ არ წყდება დავა და დაპირისიპირება, რომელიც სასამართლოს ფარგლებს გასცდა და გამოიხატა ტექნოლოგიურ ბრძოლაში უპირატესობის მოსაპოვებლად.

მაისის პირველ ნახევარში კომპანია Samsung აპირებს თავისი ფლაგმანური პროდუქციის ანონსირებას, კერძოდ Galaxy-ის მესამე თაობის სმარტფონისა და იგივე ოჯახის პლანშეტური კომპიუტერის. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ახალი ღრუბლოვანი სერვისის გაშვება სახელად S-Cloud, რომელიც იქნება Apple iCloud-ის პირდაპირი კონკურენტი.

ჯერჯერობით დეტალები უცბონია, თუ რა კონკრეტული შესაძლებლობები ექნება კორეული კომპანიის ახალ სერვისს, რადგან ყველაფერი საკამოდ მაღალ დონეზეა გასაიდუმლოებული. შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მცირედი ინფორმაციული გაჟონვებით, რომლებიც კორეული გამოცემის – Maeil Business Newspaper-ის მეშვეობით გავრცელდა. ანუ S-Cloud, თავისი ამერიკული თანამოძმისაგან განსხვავებით, გვთავაზობს ფაქტიურად შეუზრუდავ თავისუფლებას. არანაირი აკრძალვა ინფორმაციის ფორმატზე და ტიპზე (რათქმაუნდა პორნოგრაფია და სხვა არალეგალური კონტენტი აქაც აკრძალული იქნება).  ატვირთვა და წვდომა განხორციელდება ნებისმიერ Samsung-ის პროდუქციიდან სმარტფონი იქნება ეს, ნოუთბუკი თუ პლანშეტური კომპიუტერი.

იგივე სერვისი აგრეთვე გვთავაზობს ფასიან კონტენტსაც, როგორიცაა სრულმეტრაჟიანი  ფილმები, სერიალები, სხვადასხვა საკონცერტო თუ მუსიკალური კლიპები და ასე შემდგომ.

თითოეული მომხმარებლის განკარგულებაში იქნება მინიმუმ  5 გბ თავისუფალი სივრცე, რომელსაც თავის შეხედულებისამებრ გამოიყენებს და არ დაუწესდება არანაირი ხელოვნური შეზღუდვა.

ამჟამად არსებული ინფორმაციით არც თუ ისე ცუდია, მაგრამ თუ რა იქნება რეალურად, ამას არც თუ ისე შორეული მომავალი გვიჩვენებს.

კატეგორია: Software, კატეგორიის გარეშე, საოფისე, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება