markup logo

304

Roly Poly

rolyl

სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში შექმნეს პროდუქტი, რომლის გამოყენება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეუძლია.

Roly Poly-ასე ეწოდება სიახლეს, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება.

Roly-Poly კვერცხის ფორმის მოწყობილობაა და ორი სრულიად იდენტური ნაწილისგან შედგება. ის ორ „კვერცხს“ წარმოადგენს და სატარებლადაც საკმაოდ მოსახერხებელი ზომისაა.

მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია: ერთი ადამიანი ეხება „კვერცხს“, რაც იწვევს იმ წამსვე მეორე ადამიანის “კვერცხის” რხევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ ადამიანს მეორე მოენატრა. „კვერცხების“ მოქმედების დაფარვის ზონა საკმაოდ დიდია.

ექსპერტები თვლიან, რომ Roly-Poly მასობრივ კომუნიკაციურ საშუალებებს ახალ საფეხურზე აიყვანს. დღეს არცერთი მსგავსი ურთიერთობის საშუალება მუშაობის ასეთ პრინციპს არ ემყარება.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება