markup logo

569

RigMesh 1.0

ოფიციალური საიტი: http://forums.cgsociety.org/showthread.php?t=1050475

ვიდეო პრევიუ: http://www.youtube.com/watch?v=HbOXMuwQlyE

rigmech

ენთუზიასტების მცირე ჯგუფმა, რომელსაც ჯერ საკუთარი საიტი და დასახელებაც კი არ გააჩნია, შექმნა ძალიან საინტერესო და მეტად პერსპექტიული პროგრამული პაკეტი, სახელად RigMesh ვერსია 1.0. მართალია, თავად პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების ფაზაშია და გაუმჯობესებას მოითხოვს, მაგრამ უკვე არსებული ვარიანტიც არ გამოიყურება ცუდად.

RigMesh-ის მთავარი და საკვანძო ნიუანსია ე.წ. ბლობ მეშის სტილით მოდელირება, მაგრამ ამ დროს დგება ბადის ავტომატური რიგინგიც. ანუ მარტივი ენით რომ აღვწეროთ, შექმნილი ბადის სხვადასხვა ნაწილები ავტომატურად ერწყმიან ერთმანეთს და ასევე ავტომატურად ფორმირდება ძვლის სისტემაც.

საქმისადმი ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს მოდელირების ნებისმიერ ფაზაში მოვახდინოთ ბადის რედაქტირება და ანიმაციისთვის სხვადასხვა პოზებში ნახვა. აგრეთვე, RigMesh-ში საკმაოდ კარგად და გონივრულადაა რეალიზებული ძვლებთან ინტერაქტიული მუშოაბა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფაზაში შესაძლებელია მათი რედაქტირება, ჩაბმა, დაცალკევება, სახსრის წერტილების დამატება-მოკლება და ასე შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამა ჯერ საკმაოდ „უმია“ და ბევრ დამუშავებას მოითხოვს, მაგრამ პოტენციალი უკვე სახეზეა და შესაბამისი ყურადღების მიქცევის შემდგომ, საკმაოდ საინტერესო შედეგის მიღება შეიძლება.

ასევე მოხდა, თავის დროზე, 3D ძერწვის პროგრამა – Sculptris-ის შემთხვევაშიც, რომლითაც ისეთი კომპანია დაინტერესდა, როგორიცაა Pixologic – დაიქირავა მთელი გუნდი და ახლა გაცილებით სწრაფად ვითარდებიან.

RigMesh_001

იმედია, მომავალში RigMesh-ის შემქმნელები ჩამოყალიბდებიან ცალკე კომპანიად, ნახავენ ინვესტორს და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში ნამდვილ ფურორს მოახდენენ.

ვისაც დაგაინტერესათ აღნიშნულმა პაკეტმა, შეგიძლიათ გადმოწეროთ და თავად ჩაუტაროთ ტესტირება. პირადად მე საკმაოდ მომეწონა მიუხედავად შესაძლებლობების სიმწირისა, მაგრამ იმედია, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

დასაქაჩი ლინკი: http://www.render.ru/out.php?http://dl.dropbox.com/u/4964558/rigmesh_v1.01.zip

P.S. აუცილებლად ნახეთ ვიდეოდემონსტრაცია, რათა თვალსაჩინოდ ნახოთ, თუ რამდენად მარტივი მოსახმარია აღნიშული პროგრამა.

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება