markup logo

853

RAMDisk ვირტუალური და სწრაფი

ramdisk

კომპანია Dataram-მა წარმოადგინა თავისი უტილიტის – RAMDisk 4.0 -ის განახლებული ვერსია, რომელიც განკუთვნილია ოპერატიულ მეხსიერებაში ვირტუალური დისკების ფორმირებისათვის. სისტემა მსგავს დისკებს აღიქვამს როგორც ჩვეულებრივი სტანდარტის HDD-ს ლოგიკურ განყოფილებებს და მათ გამოსაყენებლად რაიმე  სპეც მანიპულაციები საჭირო არ არის.

ასეთი მეთოდის ოპერატიულ მეხსიერებაში გახსნილი ვირტუალური განყოფილება გამოირჩევა ძალიან მაღალი წარმადობით და მრავალჯერ აღემატება SSD ვინჩესტერებსაც კი. მთავარია, კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება საკმაო რაოდენობით იყოს.

hdd

პროგრამა განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვისაც რეგულარულად უწევს მასშტაბურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ძირეული კოდის კომპილაცია და ა.შ.. მუშაობის გასამარტივებლად RAMDisk 4.0 საშუალებას გვაძლევს ფორმირებული ვირტუალური დისკები ცალკე შევინახოთ მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ანუ ყოველ ჯერზე თავიდან ფორმირების საჭიროება აღარ იქნება საჭირო და ყოველი გადატვირთვა მიმდინარე პროცესების განადგურებას არ მოიაზრებს. მთავარია დროულად მოხდეს სარეზერვო კოპიების შენახვა.

1336189071_ramdisk

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ კომპანია Dataram გვთავაზობს როგორც ფასიან, ასევე პროგრამის უფასო ვერსიასაც, რომლის ერთადერთი შეზღუდვა გამოიხატება ერთჯერადად გამოყენებადი ვირტუალური დისკის 4 გბ ტევადობით. თუ მეტი დაგჭირდებათ, მაშინ უკვე კომერციული ლიცენზიის შეძენა მოგიწევთ. სხვა მხრივ კი, ორივე ვერსია იდენტურია და არანაირ დამატებით ლიმიტებს არ შეიცავს.

RAMDisk 4.0-ს მუშაობისათვის მინიმუმ 512 მბ რამი სჭირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პროგრამა თავად იყენებს ოპერატიულ მეხსიერებას დისკების ფორმირებისათვის, მსგავსი მიზერული ტევადობის იმედად მისი გამოყენება ფაქტიურად ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

სამუშაო გარემო ფაქტიურად ნებისმიერი ვერსიის Windows-ია გარდა არქაული 95/98 –სა. ცალკე აღსანიშნავია პროგრამის Windows 8-სთან სრულფასოვანი თავსებადობა, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სიახლეები უყვარს და მალევე იცვლის პლატფორმას.

დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მოძიება მწარმოებლის საიტზეა შესაძლებელი, სადაც ყველა ნიუანსი ზედმიწევნით არის განხილული და მცირედი სტატისტიკის მეშვეობით თავადვე დარწმუნდებით RAMDisk 4.0-ის ეფექტურ მუშაობაში:

http://memory.dataram.com/products-and-services/software/ramdisk

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება