markup logo

380

Pixologic ZBrush 4R4

qazxswedc

3D მოდელირებისა და სკულპტინგისათვის განკუთვნილი სოფტი უამრავია გამოსული და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს, მაგრამ ლიდერობას Pixologic Zbrush-ი კვლავ ინარჩუნებს. ეს ძირითადად ინოვაციური იდეების რეგულარული ინტეგრაცის ხარჯზე ხდება. ყოველი შემდეგი ვერსია თუ განახლება უამრავ ოპტიმალური ინსტრუმენტების ნაკრებს გვთავაზობს. 3D არტისტს სულ უფრო უადვილდება ჩანაფიქრის რეალიზება ისე, რომ ტექნიკური პრობლემებით არ იყოს შეზღუდული და საშუალება ეძლევა მთელი შემოქმედებითი პოტენციალი ნამუშევრის დახვეწისაკენ მიმართოს.

შესავლის შემდეგ საქმეზეც გადავიდეთ J. დღეს საუბარი გვექნება Zbrush მორიგი განახლებისა და შეტანილი ცვლილებების შესახებ. რადგან ძირფესვიანი განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ძირითადი სიახლეებით შემოვიფარგლოთ.

ZBrush_001

Insert Multi Mesh საშუალებას გვაძლევს ერთი ხელის მოსმით მოვნიშნოთ ნებისმიერი საბტულსი ძირეულ მეშზე დასამატებლად.

Tri Part Multi Mesh საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მარტივად და ხარისხიანად შევქმნათ ისეთი ობიექტები, როგორიცაა ნაკერები, ნაწიბურები, შესაკრავის წირობები და ასე შემდეგ.

QRemesher განკუთვნილია ახალი ტოპოლოგიის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში შესაქმნელად უკვე არსებული მეშის ბაზაზე, მაგრამ როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, ყველაფერი რაც ასე თითქმის ავტომატზე მუშაობს, ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას. სპეციალიზირებული პროგრამების შესაძლებლობებს ჯერჯერობით კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ ნელ-ნელა იხვეწება ინსტრუმენტარიუმი და იმედია, შემდეგი ვერსია უკვე დამატებითი პროგრამის გამოყენების აუცილებლობას მოგვიხსნის.

ZBrush_003Topology წინა ინსტრუმენტის მსგავსია და განკუთვნილია მაღალპოლიგონალური ობიექტის სწრაფი რეტოპოლოგიისათვის, მაგრამ იგივეს გავიმეორებ: ჯერჯერობით Topogun და Wrapit-ს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა გარკვეული წესების დაცვის შემდგომ მუშაობა მაინც შესაძლებელია.

Mesh Fusion სხვადასხვა მეშების ერთ სისტემაში შერწყმისათვისაა განკუთვნილი. ცოტათი ნელია, მაგრამ შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია.

UndoHistory უკვე 10000 მოქმედებას იმახსოვრებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმედებების ისტორია პროქტთან ერთად ინახება და უკან დაბრუნების საშუალება ნებისმიერ დროს გვეძლევა. სამწუხაროდ, ამოდენა ბალასტის დამატება პროექტის ფაილს ზომებში ბერავს, მაგრამ  აბსურდად მიმაჩნია 10000 ბიჯის სრული სიის შენახვა ფაილთან ერთად. ჩემი სუბიექტური აზრით, 100 სრულიად საკმარისია.

გაუმჯობესდა DynaMesh, რომლის რეზოლუცია 2048-მდე გაიზარდა. დაემატა Subtools-ების კომბინირების საშუალება და ამიერიდან თავად მომხმარებელი ირჩევს, რომელი დაემატოს ან გამოაკლდეს.

ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლოთ, მაგრამ თუ ვინმე დეტალებით დაინტერესდება, შეუძლია მწარმოებლის საიტზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს:

http://www.pixologic.com/zbrush/features/ZBrush4R4/feature-list/

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება