markup logo

დაანონსდა ახალი iPad–ი, დადასტურდა ჭორების ნაწილიც

ავტორი : Gizmo,

 

დიახ, დაანონსებულია და დიახ, ზუსტადაც რომ „ახალი iPad-ი“, არა “iPad 3”, არა “iPad 2s”, არა “iPad HD” როგორც ბევრი ჩვენგანი ელოდა. უბრალოდ „ახალი iPad-ი“ – ასე გაგვაცნო 7 მარტს ეფლმა საკუთარი პირმშო.
მაშ ასე, რა გვაქვს ახალი და კარგი. სანამ შიგთავსზე გადავალ აქვე უცბად აღვნიშნავ, რომ დიზაინი არ შეცვლილა, ანუ მოწყობილობა გამოიყურება ისევე როგორც მისი წინამორბედი.

ინტელის ახალი ჩიპსეტი (x79), სოკეტი(LGA-2011) და პროცესორები (Core i7 3960X, 39**K, 38**)

ავტორი : Gizmo,

 

„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“- გახსოვთ ეს პასაჟი იოანეს სახარებიდან? კარგი, არც მე მახსოვდა ზუსტად, მერე დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ ასეა და არა „პირველად იყო სიტყვა……“ როგორც მე მეგონა.
მოკლედ, პირველად იყო სოკეტი LGA-1366, და სოკეტი იგი იყო Intel Core i7-სა თანა, და სახელი პლატფორმისა იყო „Nehalem”. შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, მას მოჰყვა ახალი სოკეტი, LGA-1156.