markup logo

Power Spy 2012

ავტორი : Zorg,

Power-Spy-2012_001

გამოვიდა განახლებული ვერსია პროგრამისა Power Spy 2012, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტოტალური კონტროლი და თვალთვალი კომპიუტერში მიმდინარე პროცესებისა. მაგალითად, როდესაც მშობლებს აინტერესებთ თუ რითაა დაკავებული მათი ძვირფასი შვილი მთელი დღე  კომპიუტერთან ჯდომისას,  როდესაც ეჭვიანი ქმარი უთვალთვალებს მეუღლის სერფინგს ნეტში და ასე შემდეგ.

გამორჩეული ბრენდები, გამორჩეულად შეუხედავი კამერებით

ავტორი : Gizmo,

Old Camera

სამოყვარულო ფოტოკამერები ალბათ ყველაზე პოპულარული გაჯეტებია ფართო მასებისთვის. ზოგიერთი მათგანი გამოირჩევა ხოლმე განსაკუთრებული დიზაინით, მათგან ყველაზე წარმატებულნი, კი საერთოდაც ფოტოკამერების დიზაინის ეტალონად შეიძლება იქცნენ. სხვა ბედი ელით ცუდი დიზაინის მქონე ფოტოკამერებს. ისინი განწირულნი არიან დახლებზე თვეობით სადებად და შემდეგ ჩამოსაწერად. რატომ? იმიტომ რომ

S-Cloud vs. iCloud ანუ „ღრუბლების ომი“

ავტორი : Zorg,

ბოლო დროს სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს დაპირისიპირება ორ გიგანტ კორპორაციას შორის  და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კომპანიამ საპატენტო მანიპულაციებით მოახერხა Samsung-ის პროდუქციის ბლოკირება რიგ ევროპულ ქვეყნებში. მას შემდეგ არ წყდება დავა და დაპირისიპირება, რომელიც სასამართლოს ფარგლებს გასცდა და გამოიხატა ტექნოლოგიურ ბრძოლაში უპირატესობის მოსაპოვებლად.

ტეგები: , , ,

Crysis 3

ავტორი : Zorg,

პირველი პირის ხედvიდან შუტერების (FPS) მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ სახელგანთქმული Crysis პირველი და მეორე ნაწილი, რომელმაც თავის დროზე მინი რევოლუციაც კი მოახდინა გეიმინდუსტრიაში.  საბედნიეროდ თამაშის შემქმნელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და აქტიურად გააგრძელეს მუშაობა Crysis მესამე ნაწილის შექმნაზე.

Terragen – 2.4 3D ლანდშაფტების გენერატორი

ავტორი : Zorg,

 

იშვიათია ადამიანი, რომელიც 3D ლანდშაფტების გენერატორს ნახავს და მასში სამყაროს შემოქმედის სულმა არ გაიღვიძოს. რომ არ მოუნდეს რაიმე განსაკუთრებულის და უნიკალურის შექმნა.

HP Envy 14 Spectre Ultrabook, მოკლე მიმოხილვა

ავტორი : Gizmo,

HP Envy Spectre

როგორც HP ამტკიცებს, მათი ახალი პირმშო Envy 14 Spectre, მსოფლიოში პირველი მინის ლეპტოპია. იგი მართლაც მშვენივრად გამოიყურება და მონაცემებიც შეესაბამება მის ვიზუალურ მხარეს, თუმცა HP-ს ცნობილი ხაზი, Ultrabook მომხმარებლებში პოზიციონირებულია როგორც მსუბუქი, თხელი და შესაბამისად ადვილად „სათრევი“ ლეპტოპი. Envy 14 Spectre-ის შემთხვევაში კი მინის ლამაზი კომპონენტების წყალობით გაზრდილია მისი წონაც და ზომაც, მისსავე კონკურენტებთან შედარებით. ანუ ერთი შეხედვით გვაქვს ძალიან ლამაზი ლეპტოპი, რომელიც ამ კლასის მოწყობილობისთვის ოდნავ მძიმეა და ოდნავ დიდი. მაგრამ მოდით ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ „ახალბედა“.