markup logo

საათი­სატელიტი Reblle სიახლე ბაზარზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

pebble

მოწყობილობა „Reblle“ წარმოადგენს XXI საუკუნის მაჯის საათს. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მთლიანად მართვადი ინტერფეისი. საათი მარტივად უკავშირდება Android ­სმარტფონს ან iphone­ს Bloetooth­ის მეშვეობით. აგრეთვე მომხმარებელს საშუალება აქვს დატვირთოს საათი უახლოესი პროგრამული უზრუნველყოფით და უპრობლემოდ შევიდეს ინტერნეტში. საათს შეუძლია გაცნობოთ შემოსული ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების შესახებ უხმაურო ვიბრაციის საშუალებით.

მაუსი – ხელთათმანი

საინტერესო სიახლეა აქსესუართა ბაზარზე. კომპანია Bellco-მ შექმნა ახალი ტიპის მაუსი, რომელიც ფორმით  ჰგავს ხელთათმანს. ეს ხელსაწყო გამოვიდა ორიგინალური სახელწოდებით ION Wireless Air Mouse Glove.

Sony და Panasonic შეიძლება შეამხანაგდნენ OLED პანელების ფასის დასაწევად

ავტორი : Gizmo,

Sony and Panasonic team up?

მე მესმის, რომ შეიძლება არ იცოდეთ რას წარმოადგენს OLED ტექნოლოგია, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრი გსმენიათ LED ტელევიზორებზე და მონიტორებზე, რომლებიც LCD ტექნოლოგიის შემცვლელად გვევლინება. რეალურად კი ეს ტელევიზორები „LED Backlit LCD” ტელევიზორებია, ანუ აქვთ იგივე LCD პანელი უბრალოდ LED განათებით. ახლა გადავიკითხე და ეს განმარტება ცოტა მემშრალა, ამიტომ თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს დავუთმობ LED ტექნოლოგიას.

Smart Defrag 2.4

ავტორი : Zorg,

ვისაც აქტიურად უწევს ინფორმაციის დიდ მასებთან მუშაობა კარგად ეცოდიენბა, თუ როგორ ნელდება სისტემა და იკლებს წარმადობა, როდესაც ფაილური სტრუქტურის ფრაგმენტირების პროცენტი მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ გამოშვებულია უამრავი ფასიანი თუ უფასო მინი– პროგრამა, რომელიც ვითომდა აღმოფხვრავს აღნიშნულ პრობლემას, სინამდვილეში  კი ხარისხიანი პროგრამის პოვნა საკმოად რთულია.

მეორადი Kindle Touch-ები amazon.com-ზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

Kindle Touch

ამ ბოლო დროს ხშირად მომიკრავს თვალი ამაზონის ფასდაკლებებზე. ბოლო, Kindle Fire-ზე საგრძნობლად დაგდებული ფასი მახსენდება, ამჯერად კი, როგორც ჩანს, Kindle Touch-ის ჯერი დადგა. ადრე სპეციალურ შეთავაზებებში ამ „რიდერის“ ფასი მინიმუმ 99$ იყო, ახლა კი 74$-ია. თქვენ ამ წუთას ფიქრობთ სადმე დამარხულ „ძაღლის თავზე“  და, პრინციპში, არც ცდებით. აღნიშნული „ქინდლები“ მეორადია, “refurbished”, როგორც თავად ონლაინ შოპინგის მეტრები უწოდებენ მათ. რას ნიშნავს ეს ბევრისთვის უცხო სიტყვა, refurbished – განახლებული, შეკეთებული, გადახალისებული.

Diablo III, მეფე მოკვდა – გაუმარჯოს მეფეს!

ავტორი : Zorg,

იშვიათად მოიძებნება გეიმ ინდუსტრიაში კომპანია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე არათუ ნახევარფაბრიკატი და უხარისხო თამაში არ გამოუშვია, არამედ ყოველი მათი პროდუქტი საკულტო შედევრად ქცეულა. ეჭვგარეშეა, კომპიუტერული თამაშების ნებისმიერი მოყვარული მაშინვე მიხვდება თუ ვინ არის ეს… რა თქმა უნდა, ლეგენდარული Blizzardი, რომლის შემოქმედებითი კარიერა არ არის დახუნძლული მრავალრიცხოვანი პროექტებით, მაგრამ არსებული ყოველთვის გამოირჩეოდა უზადო დახვეწილობითა და შესანიშნავი გეიმპლეით.