markup logo

ყველაზე მსუბუქი პორტატული ყურსასმენი

ავტორი : Guram Chkhaidze,

c-1

ჩვენ, სმარტფონებსა და MP3–ს შეჩვეული ადამიანები დილიდან საღამომდე ვატარებთ ყურსასმენებს. ეს ნიშნავს, რომ  მეტად მნიშვნელოვანია კომფორტის შეგრძნება მრავალი საათის განმავლობაში ამ მოწყობილობის ტარებისას. დაივიწყეთ ძველმოდური მასიური და მოუქნელი რკინის რგოლები ყურებზე, დღესდღეობით ყურსასმენი აუცილებლად უნდა პასუხობდეს სამ აუცილებელ მოთხოვნას: კომფორტი, გამძლეობა და პრაქტიკულობა.

უფასო Wi-Fi ქსელი აშშ-ში

ავტორი : Guram Chkhaidze,

wi-fi

ამერიკის შეერთებული შტატების საკაბელო ქსელების ხუთი მსხვილი ოპერატორი‚ რომლებიც ინტერნეტში შესვლას უზრუნველყოფენ‚ შეთანხმდნენ‚ ერთობლივად მოემსახურონ თავიანთ კლიენტებს მაღალი სიჩქარის Wi-Fi­ის სერვისით მთელ ქვეყანაში.

Google-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკორდული ჯარიმა ემუქრება

ავტორი : Guram Chkhaidze,

google

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ–ევროკომისიამ – კომპანია „Google“-­ში გააგზავნა წერილი  მოთხოვნით აღმოფხვრან დარღვევები‚ რომლებითაც კომპანიის პროდუქტები იღებენ უპირატესობას კონკურენტებისთვის ზიანის მიყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში‚ როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის ხოაკინ ალმუნიას ხელმოწერილ წერილშია ნათქვამი‚ ამერიკულ ინტერნეტ­გიგანტს რეკორდული ჯარიმა ემუქრება – 3‚8 მილიარდი დოლარი (კომპანიის წლიური შემოსავლის 10%).

მალე მსოფლიოში პირველი რობოტიზებული ბორდელი გაიხსნება

robot

ამსტერდამის მუნიციპალიტეტი გეგმავს ქალაქში მსოფლიოში პირველი რობოტიზებული რობოტ­მეძავებით – „პროსტიბოტებით“ დაკომპლექტებულ ბორდელის გახსნას.

ვიკიპედია მსოფლიოს ქალაქებში QR-ებ­ს ჰკიდებს

ავტორი : Guram Chkhaidze,

qr

ბრიტანეთის პატარა ქალაქი მონმუტი გახდა პროექტ „ქალაქი ვიკიპედია” (Wikipedia Town)-­ის პირველი მონაწილე‚ რომლის ფარგლებში შენობებზე‚ ძეგლებსა და სხვა ღირსშესანიშნავ ობიექტებზე იგეგმება გრაფიკული QR ­კოდების განთავსება უმსხვილესი ონლაინ­ენციკლოპედიის სტატიებსა და ინფორმაციაზე მითითებით.

ნიღაბი „სიზმარა“

ავტორი : Guram Chkhaidze,

reme

ორმა ამერიკელმა გამომგონებელმა წარმოადგინა ნიღაბი თვალებისთვის Remee Dream Mask‚ რომელიც‚ მათი მტკიცებით‚ ადამიანს ეხმარება საკუთარი სიზმრები მართოს, ანუ ნახოს ისეთი სიზმრები როგორიც მას სურს.