markup logo

მოაზროვნე სუპერკომპიუტერი ექიმი გახდა

watson

„IBM“-­ის მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერ Watson-­ისთვის‚ რომელმაც 2011 წლის თებერვალში სახელი გაითქვა იმით‚ რომ ტელევიქტორინა Jeopardy-­ში ამერიკელი მოაზროვნეები დაამარცხა‚ კიდევ ერთი გამოყენება იპოვეს. მანქანა‚ რომელიც ზომებით რამდენიმე მაცივრის ტოლია და რომელიც „ადამიანზე უკეთ აზროვნებს“‚ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე კლინიკაში ერთდროული მუშაობისთვის ვირტუალური დიაგნოსტიკის დარგში დაიქირავეს‚ რათა მას მიეცა რჩევა­დარიგება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის შესახებ.

ტეგები: , ,

biNu ძველი მობილურების მეორე სიცოცხლე

ავტორი : Zorg,

nibu

ნორვეგიული კომპანიის მიერ შექმნილმა Opera Mini – იმ და მოგვიანებით კი Opera Turbo-ს ტექნოლოგიამ მრავალი პროგრამისტი თუ  კომპანია დააფიქრა ახალი სისტემების დანერგვაზე. შეგახსენებთ, რომ Opera Mini ტვირთავს თქვენს მიერ არჩეულ ვებ-გვერდს ჯერ შუალედურ – სწრაფი წვდომის  სერვერზე, სადაც ხდება გამოსახულებისა თუ სხვა ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის შეკუმშვა და ოპტიმიზირება კონკრეტული სმარტფონისა თუ პლანშეტური კომპიუტერისათვის.

ამბავი Samsung–ზე, Apple–სა და ხუთცენტიან მონეტებზე, რომელმაც შეძრა ინტერნეტი, ხუმრობა აღმოჩნდა

ავტორი : Guram Chkhaidze,

sssap

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია  იმის თაობაზე, რომ Samsung –მა გადაუხადა Apple –ს სასამართლოს მიერ დაკისრებული 1,05 მილიარდ დოლარიანი ჯარიმა ხუთცენტიანი მონეტებით ხუმრობა აღმოაჩნდა. 

Sony ოპტიკური ამძრავების გამოშვებას დიდი დანაკარგების გამო წყვეტს

ავტორი : Guram Chkhaidze,

dvdrw

„Sony Optiarc“‚ რომელიც სპეციალიზდება პერსონალური კომპიუტერებისთვის „CD“ და „DVD“ ამძრავების ამძრავების გამოშვებაზე‚ 2013 წლის მარტისთვის დაიხურება. ოპტიკური ამძრავების წარმოებაზე უარის თქმა გახდება კორპორაცია Sony-­ის რესტრუქტურიზაციის ერთ­ერთი ფინალური ეტაპი‚ რომელიც მიმართულია ბიზნესის რენტაბელობის გაზრდისკენ. იაპონურ გიგანტს ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯისკენ უბიძგეს 2011 ფინანსურ წელს რეკორდულმა დანაკარგებმა‚ რომელიც 5‚7 მილიარდი დოლარის ტოლია.

ტეგები: , ,

ისრაელის თემატურ პარკში საექსკურსიო ვირები Wi-Fi­-ით აღჭურვეს

ავტორი : Guram Chkhaidze,

park

ისრაელის თემატურ პარკში „კაფარ კედემში“ საექსკურსიო ვირები‚ რომლებსაც სტუმრები ტერიტორიაზე გადაჰყავთ‚ Wi-Fi­-ის როუტერებით.

მგზავრობა ვირით პარკის ტერიტორიაზე‚ რომელიც განლაგებულია გალილეის გორაკებზე‚ ნახევარიდან ერთ საათამდე მიმდინარეობს.

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზი აღმოაჩინეს

brain

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ თვეში ჩატარებულ კონფერენციაზე Usenix Security ოქსფორდის‚ კალიფორნიის ბერკლისა და ჟენევის უნივერსიტეტების სწავლულთა ჯგუფმა აჩვენეს „ნულოვანი დღის“ ისეთი  კონცეპტუალური მოწყვლადობა‚ რომელიც დამახასიათებელია არა კომპიუტერული პროგრამისათვის‚ არამედ ადამიანის ტვინისთვის.