markup logo

Google–ის რუქებს დაემატა ახალი სერვისი: ნავიგაცია ველოსიპედისტებისათვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

gmb

Google Maps –ის სერვისის Android აპლიკაციაში 12 ქვეყანაში ამუშავდა ნავიგაცია ველოსიპედისტებისათვის, რომელიც  იძლევა დეტალური ინსტრუქციების მიღების საშუალებას მოძრაობისას.

მომავალ წელს ელექტრონიკა გაძვირდება. მიზეზი: ჩინეთში გაზრდილი ხელფასები

china

ხელფასების ზრდა ჩინეთში, სადაც უშვებენ ნაწილებს და აწყობენ მსოფლიოს ელექტრონული ტექნიკის უმეტეს ნაწილს, გაზრდის მოწინავე მსოფლიო კომპანიების მოწყობილობების თვითღირებულებას, რაც აუცილებლად იმოქმედებს ფასებზე.

ხელფასების ზრდა გამოიწვევს კომპიუტერების, მობილურების, სათამაშო კონსოლების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ფასების ზრდას.

ტეგები: , ,

Google ყიდის Motorola Mobility–ის აქტივებს

googlemoto

Google–ს სურს სატელიტური რესივერებისა და სატელევიზიო დამატებითი აღჭურვილობის Motorola Mobility –ის დეპარტამენტის გაყიდვა. მყიდველის ძიებით დაკავებულია ბანკი Barclays.  Bloomberg–ის წყაროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაყიდვის პროცესი დაწყებით სტადიაზეა, მაგრამ Google აპირებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მიღებას ამ დეპარტამენტის გაყიდვით.

ჩინელებმა დაამყარეს ახალი მსოფლიო რეკორდი ონლაინ მოთამაშეების რაოდენობაში: 3 მილიონი მოთამაშე ერთდროულად

ავტორი : Guram Chkhaidze,

onlinegame

დამყარებულია ონლაინ თამაშების ახალი მსოფლიო რეკორდი. ამ დღეებში აზიაში პოპულარული თამაშის ჩინური ვერსიის Dungeon&Fighter–ის მოთამაშეების რაოდენობამ  გადააჭარბა 3 მილიონს. 

ახალი დაჯგუფება შურს იძიებს ყველა დაკავებულ ჰაკერზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

hak

ჰაკერთა ჯგუფმა, რომელიც თავის თავს Team GhostShell –ს უწოდებს, საკუთარ თავზე აიღო მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის და ორგანიზაციის ასამდე საიტის გატეხვის ფაქტზე პასუხისმგებლობა. ჯგუფი აცხადებს, რომ გამოდის ბანკებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ და შურს იძიებს ყველა წელს აღმოჩენილ და დაჭერილ ჰაკერზე.

„ღრუბლოვანი“ ფაილების საცავი Microsoft SkyDrive ამუშავდა Android მოწყობილობებზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

skydrive

Microsoft–მა გამოუშვა „ღრუბლოვანი“ ფაილთა საცავი Android მოწყობილობებისთვის. აპლიკაცია SkyDrive Android –სთვის უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ ინტერნეტ მაღაზიაში Google Play. ინსტალაციისთვის საჭიროა არანაკლებ 2,3 ვერსია, მაგრამ Microsoft –ის ბლოგზე აღნიშნულია, რომ ყველაზე კარგად აპლიკაცია მუშაობს 4.0 (Ice Cream Sandwich) ვერსიაში. 

ტეგები: , ,