markup logo

Microsoft აპატენტებს სათამაშო შლემს

ავტორი : salome,

ttt

კომპანია  Microsoft  აპატენტებს სათამაშო შლემს და დისპლეით  აღჭურვილ სათვალეს.

სათვალე მობილურ მოწყობილობას (სმარტფონს) უერთდება,  მაშინ, როდესაც შლემი სიგნალის წყაროს სახით, უფრო მძლავრ სისტემებს იყენებს, სავარაუდოდ, კომპიუტერებს ან სხვა სათამაშო კონსოლიებს.

Grabit-ის კარის სახელური ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის

ავტორი : salome,

saxea

დიზაინერმა დონსაკ სემმა კარის სახელურში ჩაშენებული სკანერი, რომლის სახელია Grabit, თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა გააკეთა.

სისტემა Grabit ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია, თუმცა ეს ტექნოლოგია პრაქტიკაშიც არის გამოყენებული.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა

ავტორი : salome,

kamera

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით “The Eye of America” ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა  შექმნა.
ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მეტრსა და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მეტრს და 66 სმ-ს.

რობოტი მტვერსასრუტი

ავტორი : salome,

rooo

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები საინტერესო სიახლეებით გვანებივრებს.
ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რობოტ მტვერსასრუტზე,რომელსაც შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო მეთლახზე, ხალიჩაზე და პარკეტზე.  მისი სენსორული აღჭურვილობის საშუალებით მას შეუძლია თავი აარიდოს მოსალოდნელ საფრთხეს, მაგალითად: კიბეს.
მისი მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა არის 2 საათი. მოყვება დამტენი,  რომლის  ხანგრძლივობა  შეადგენს 5 საათს.

რობოტი მასწავლებელი

ავტორი : salome,

iiiiiiii

იაპონიაში გამოიგონეს რობოტი მასწავლებელი სახელად საია, რომელსაც ბევრი ფუნქციის შეთავსება შეუძლია.

საია მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელიც მასწავლებელს ცვლის. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოში პირველი რობოტი მასწავლებელი სხვა მასწავლებლებს სამსახურს არ წაართმევს, რამეთუ მისი მიზანია ტექნოლოგიების შესახებ ბავშვებისთვის უფრო ნათელი წარმოდგენის შექმნა და მათი შესწავლა.

რობოტი „ინტელექტი“

ავტორი : salome,

dprin

ახლახანს, გამომგონებლებმა შეიმუშავეს  ახალი ტიპის რობოტი.

გამოფენაზე „ Singapore Robotcup““ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება.