markup logo

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა

ავტორი : salome,

kamera

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით “The Eye of America” ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა  შექმნა.
ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მეტრსა და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მეტრს და 66 სმ-ს.

რობოტი მტვერსასრუტი

ავტორი : salome,

rooo

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები საინტერესო სიახლეებით გვანებივრებს.
ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რობოტ მტვერსასრუტზე,რომელსაც შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო მეთლახზე, ხალიჩაზე და პარკეტზე.  მისი სენსორული აღჭურვილობის საშუალებით მას შეუძლია თავი აარიდოს მოსალოდნელ საფრთხეს, მაგალითად: კიბეს.
მისი მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა არის 2 საათი. მოყვება დამტენი,  რომლის  ხანგრძლივობა  შეადგენს 5 საათს.

რობოტი მასწავლებელი

ავტორი : salome,

iiiiiiii

იაპონიაში გამოიგონეს რობოტი მასწავლებელი სახელად საია, რომელსაც ბევრი ფუნქციის შეთავსება შეუძლია.

საია მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელიც მასწავლებელს ცვლის. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოში პირველი რობოტი მასწავლებელი სხვა მასწავლებლებს სამსახურს არ წაართმევს, რამეთუ მისი მიზანია ტექნოლოგიების შესახებ ბავშვებისთვის უფრო ნათელი წარმოდგენის შექმნა და მათი შესწავლა.

რობოტი „ინტელექტი“

ავტორი : salome,

dprin

ახლახანს, გამომგონებლებმა შეიმუშავეს  ახალი ტიპის რობოტი.

გამოფენაზე „ Singapore Robotcup““ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება.

საოცარი მაშველი რობოტები

ავტორი : salome,

navi

რობოტი,  სახელად  EMILY,  რომლის გამომგონებელია ინჟინერი ტონი მულიგანი,   კალიფორნიის სანაპიროებზე  მაშველის როლს შეასრულებს.

ის შეძლებს ადამიანების გადარჩენას გაცილებით უფრო ოპერატიულად ვიდრე   ჩვეულებრივი მაშველი. რობოტი – ტივტივას სიჩქარე მაშველის სიჩქარეს 15-ჯერ აღემატება.

დღესდღეობით რობოტმა ტივტივამ  წარმატებით გაიარა  ტესტირება კალიფორნიაში. აპარატი  დისტანციურად იმართება და  სიგრძეში 120 სანტიმეტრია.

PrePeat პრინტერს, რომელსაც დაბეჭდილის წაშლა და ახლიდან დაბეჭდვა შეუძლია

ავტორი : salome,

იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს პრინტერი, რომელსაც ქაღალდის ერთი ფურცლის 1000-ჯერ გამოყენება შეუძლია.
ბეჭდვისთვის მოწყობილობაში მხოლოდ  სპეციალური ქაღალდი გამოიყენება.  განმეორებითი ბეჭდვის დროს მოწყობილობა ქაღალდიდან ძველ ტექსტს შლის და მასზე ახალ ინფორმაციას ბეჭდავს.