markup logo

რობოტი „ინტელექტი“

ავტორი : salome,

dprin

ახლახანს, გამომგონებლებმა შეიმუშავეს  ახალი ტიპის რობოტი.

გამოფენაზე „ Singapore Robotcup““ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება.

საოცარი მაშველი რობოტები

ავტორი : salome,

navi

რობოტი,  სახელად  EMILY,  რომლის გამომგონებელია ინჟინერი ტონი მულიგანი,   კალიფორნიის სანაპიროებზე  მაშველის როლს შეასრულებს.

ის შეძლებს ადამიანების გადარჩენას გაცილებით უფრო ოპერატიულად ვიდრე   ჩვეულებრივი მაშველი. რობოტი – ტივტივას სიჩქარე მაშველის სიჩქარეს 15-ჯერ აღემატება.

დღესდღეობით რობოტმა ტივტივამ  წარმატებით გაიარა  ტესტირება კალიფორნიაში. აპარატი  დისტანციურად იმართება და  სიგრძეში 120 სანტიმეტრია.

PrePeat პრინტერს, რომელსაც დაბეჭდილის წაშლა და ახლიდან დაბეჭდვა შეუძლია

ავტორი : salome,

იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს პრინტერი, რომელსაც ქაღალდის ერთი ფურცლის 1000-ჯერ გამოყენება შეუძლია.
ბეჭდვისთვის მოწყობილობაში მხოლოდ  სპეციალური ქაღალდი გამოიყენება.  განმეორებითი ბეჭდვის დროს მოწყობილობა ქაღალდიდან ძველ ტექსტს შლის და მასზე ახალ ინფორმაციას ბეჭდავს.

გიგანტური მონიტორი ლონდონის ცენტრში!

ავტორი : nino,

გრძელდება მარათონი ტელეფონის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ისინი თავიანთ მოდელების  გიგანტური მონიტორების ინსტალაციებით აოცებენ მომხმარებელს.

გამონაკლისი არ ყოფილა, კომპანია  Microsoft-იც, რომელიც გიგანტური მონიტორით წარსდგა  ლონდონის ცენტრში  მომხმარებლის წინაშე. Microsoft-მა  ტრაფალგარის მოედანზე  383 დიუმიანი მონიტორი დაამონტაჟა.
ზოგადად  მწარმოებელ კომპანიებს შორის  Microsoft-ს  ლიდერის პოზიცია უჭირავს.

Samsung-ის პლანშეტის ტესტირება

ავტორი : nino,

პლანშეტს, რომელსაც  აზროვნების მართვით აკონტროლებ, ეს არის IT ტექნოლოგიებში განვითარების უპრეცედენტო მაგალითი.

Samsung-ი სერიოზულად მუშაობს პლანშეტებზე, რომელსაც გააკონტორლებს აზრებით. ექსპერიმენტი Galaxy Note 10.1  პლანშეტზე მიმდინარეობს. ინჟინრები ცდილობენ გაიაზრონ და განავითარონ ადამიანისა და კომპიუტერის აზრებით ურთიერთქმედების სისტემა.

დავები IT ტექნოლოგიებში

ავტორი : nino,

არ ცხრება დაუსრულებელი დავები სხვადასხვა კომპანიების შორის დაპატენტების გვერდის ავლით ტექნოლოგიების უკანონო გამოყენების გამო.

დავის განხილვა მიმდინარეობს კორპორაცია Apple, Philips და Sony-ის შორის. უკანასკნელი ორი კომპანია Apple-ს ადანაშაულებს ერთდროულად 15 პატენტის დარღვევაში. Philips და Sony თანაბრად ფლობენ Intertrust Technologies წილს.