markup logo

783

Nokia MeeGo­-ს პლატფორმაზე ახალ სმარტფონს გამოუშვებს

meego

Nokia­-ს ყოფილმა თანამშრომლებმა‚ რომლებიც MeeGo-­ს დამუშავებაზე მუშაობდნენ ამ მობილური პლატფორმის საფუძველზე შექმნეს კომპანია­სტარტაპი ახალი სმარტფონების ბაზარზე გასატანად. პირველი პროდუქტის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ახალმა კომპანიამ მიიღო სახელწოდება Jolla – ფინურად „ნავი“.

Jolla-­ს გუნდი Nokia-­ში „#9“-­ს შემქმნელი ჯგუფის დირექტორებისგან და წამყვანი პროფესიონალებისგან ჩამოყალიბდა‚ ამ ჯგუფში შედიან‚ აგრეთვე‚ საუკეთესო „ტვინები“ MeeGo-­ს დამმუშავებელთა საზოგადოებიდან‚ – ლაპარაკია სტარტაპის ოფიციალურ გზავნილში‚ – Nokia-­მ შექმნა აღსანიშნავი პროდუქტი – მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონი. იგი იმსახურებს‚ რომ შემდეგშიც ცოცხლობდეს. ჩვენ ერთად ვაპირებთ MeeGo-­ს წარმატებული ისტორიის გაგრძელებას. საერთაშორისო ინვესტორებთან და პარტნიორებთან ერთად Jolla დაამუშავებს დიზაინს‚ გამოუშვებს და შეუდგება MeeGo-­ს ბაზაზე ახალი სმარტფონების გაყიდვებს. ჩვენ აქტიურად ვქირაობთ ნიჭიერ ადამიანებს‚ რომლებიც დაგვეხმარებიან მოწყობილობების ახალი თაობის გამოშვებაში.

Jolla­-ს ოპერატიული დირექტორის თანამდებობა დაიკავა მარკ დილონმა‚ რომელიც Nokia­-ში ათი წლის განმავლობაში წამყვან ინჟინრად მუშაობდა. დილონმა Nokia კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად მაისში დატოვა. ისინი MeeGo-­ს დამუშავებით იყვნენ დაკავებულნი. მათ რიცხვშია ჯგუფის უფროსი სოტირის მაკრიგიანისი. მისი ჯგუფის წევრები‚ რომლებიც ტოვებენ კომპანია Nokia­-ს‚ მონაწილეობდნენ Nokia-­ს ისეთი მოწყობილობების შექმნაში‚ როგორიცაა: #800‚ #810‚ #900‚ #950 და #9. ამავე დროს‚ MeeGo-­ს ბაზაზე მხოლოდ ერთი სმარტფონი – #9 გამოუშვეს.

MeeGo შეიქმნა 2010 წლის დასაწყისში და აგრეთვე‚ იგი ორი პროექტის Maemo­ს და Moblin-­ის შერწყმის შედეგი გახდა. პირველი ეკუთვნოდა Nokia-­ს‚ მეორე – Intel-ს. ორივეს ბაზირება ხდებოდა Limux­-ის ღია ბირთვზე და თავის დროზე‚ Nokia-­ს ინტერნეტ­პლანშეტების გარდა‚ ბაზარზე არც­ერთი სხვა მოწყობილობა არ გამოჩენილა.

2011 წლის გაზაფხულზე Nokia­-მ შეწყვიტა MeeGo-­ს დამუშავებაში მონაწილეობა და გადაწყვიტა‚ თავისი მობილური მოწყობილობებისთვის გამოეყენებინა „Windows Phone 7“-­ის ოპერატიული სისტემა Microsoft ­თან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დადების შემდეგ.

2011 წლის სექტემბერში Samsung-მა და Intel-­მა განაცხადეს‚ რომ MeeGo გახდება ახალი Limux ­პლატფორმის Tizen-­ის საფუძველი. იგი განკუთვნილია სმარტფონების‚ პლანშეტების‚ ინტერნეტ­ტელევიზორების‚ ნოუთბუქებისა და ავტომობილების საინფორმაციო­გასართობის ისტემებისათვის. ამ დროს პროექტმა MeeGo­-მ თვითონ მას შემდეგ‚ როგორც მიიჩნევდნენ‚ შეწყვიტა არსებობა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ‚ რომ Jolla­ს გაუჭირდება ბაზარზე ადგილის დამკვიდრება – სმარტფონების ბაზარზე კონკურენციას ვერ უძლებენ მსხვილი კომპანიებიც კი. „ოსტატობა ერთი კარგი ტელეფონის შექმნა კი არაა‚ მთავარია – მდგრადი ბიზნესის შექმნა“‚ – განაცხადა კონსალტინგური კომპანია „შტრონდ ჩონსულტ“­ის დამაარსებელმა ჯონ სტრენდმა.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება