markup logo

853

Nokia–მ დაკარგა ლიდერის პოზიცია მობილური ტელეფონების ბაზარზე

„მზის ქვეშ არაფერია მარადიული, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს“, ამ ძველი სიბრძნის ჭეშმარიტებაში ახლახანს დარწმუნდნენ კომპანია Nokia–ს თანამშრომლები. საქმე იმაშია, რომ ამ ფინურმა კომპანიამ დაკარგა ლიდერის პოზიცია მობილური ტელეფონების მწარმოებელთა ბაზარზე, პოზიცია, რომელსაც იგი ბოლო 14 წელი, 1998 წლიდან ინარჩუნებდა! ამაში „დამნაშვე“ კი სამხრეთკორეული Samsung–ია.

Strategy Analytics-ის მონაცემების მიხედვით 2012 წლის პირველ კვარტალში Samsung–მა ბაზარს მიაწოდა 93,5 მილიონი ტელეფონი (სმარტფონების ჩათვლით), რაც 36%–ით მეტია ვიდრე შარშან, მაშინ როცა Nokia–ს მიწოდებამ შეადგინა „მხოლოდ“ 82,7 მილიონი ტელეფონი, ხოლო მისი წილი გაყიდვებში შემცირდა 30,4%–დან 22,5%–მდე.

2012 წლის იანვარ–მარტში Samsung–მა მოახერხა თვით Apple–ის დამარცხება სმარტფონების ბაზარზე. მან გაყიდა 44,5 მილიონი სმარტფონი – შედარებით მეორე ადგილზე გასული Apple–სა – მაჩვენებლით 35,1 მილიონი.

სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონთა ბაზრის შესახებ სხვა ინფორმაციას გვაწვდის ანალიტიკური კომპანია IHS iSuppli, ამტკიცებს რა, რომ პირველ ადგილზე მიანც Apple–ია, ხოლო Samsung მხოლოდ მეორეზე. თუმცა ორივე კომპანია თანხმდება იმაზე, რომ ზოგადად მობილური ტელეფონების ბაზარზე ლიდერი შეიცვალა და Nokia უკვე „ის ნოკია აღარ არის“…

სხვაობა შეფასებაში გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ Samsung Apple–სგან განსხვავებით არ ახმაურებს თავისი პროდუქციის  მიწოდების მოცულობას. ნათქვამია მხოლოდ, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში ამ კომპანიამ მიიღო რეკორდული, 4,5 მილიარდ დოლარიანი, მოგება.

მოკლედ, მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარს ახალი ლიდერი ჰყავს. „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!“

The so my I manicure so is hair online cialis times is sleep to read thought get my.

http://cialisresultgroup.com/

cialis generic

generic cialis

კატეგორია: კატეგორიის გარეშე .

კომენტარის დატოვება