markup logo

835

Nokia­-მ თავისი ბრენდის Vertu-­ს მყიდველი იპოვა

vertu

ფინური Nokia მალე თავისი ქვედანაყოფ Vertu-­ს გაყიდის. ეს ბრენდი პრემიალურ ფიჭვურ ტელეფონებს უშვებს და შვეციაში დარეგისტრირებულია კერძო მმართველ ფონდ „EQT Partners“­-ში.

არაოფიციალური მონაცემებით‚ Vertu­-ს თავის ფინელი მფლობელებისთვის მოგება მოაქვს‚ მაგრამ ხანგრძლივ კრიზისში მყოფი დედა კომპანია მიისწრაფის მოიცილოს აქტივები‚ რომლებსაც შეუძლიათ‚ ხელი შეუშალონ მას თავისი ბიზნესი სმარტფონების ბაზარზე უფრო ეფექტურ კონკურანციაში გადააჯგუფოს. როგორც „Bloomberg“ წერს‚ Vertu სახელდობრ ასეთი აქტივია.

Nokia აპირებს გაყიდვებიდან მიღებული ფული ფართო მასებისთვის განკუთვნილი სმარტფონების ახალი მოდელების დამუშავებაში ჩადოს‚ აგრეთვე‚ გამოიყენოს იგი ბალანსის შესავსებად‚ რომელიც შესამჩნევად გაუარგესდა უკანასკნელი რამდენიმე კვარტლის განმავლობაში.

ამ გარიგების ღირებულებამ‚ როგორც ამერიკის სააგენტოს ანონიმური წყაროები იტყობინებიან‚ შეიძლება შეადგინოს დაახლოებით 200 მილიონ ევრო‚ მაგრამ სანამ მოლაპარაკებები Nokia­-სა და EQT Partners­-ს შორის არ დამთავრებულა‚ გარიგება ჯერ კიდევ შეიძლება გადაისინჯოს‚ ანდა საერთოდ არ შედგეს.

Nokia­-ს პრესსამსახურში Vertu­-ს გაყიდვის ალბათობაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ‚ რომ მოცემულ მომენტში Vertu მუშაობს‚ როგორც Nokia-­ს სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი ქვედანაყოფი‚ მაგრამ რომელსაც აქვს თავისი წარმოება‚ ნაწარმი და გაყიდვების ქსელი.

გასული წლის ბოლოს იტყობინებოდნენ‚ რომ მდიდრული ტელეფონების მწარმოებლებისადმი ინტერესს ავლენენ კერძო ფონდები‚ რომლებიც წარმოადგენენ ჩინელ და არაბ ინვესტორებს. ამას გარდა‚ პოტენციურ მყიდველებად ასახელებდნენ რამდენიმე წამყვან ბრენდს‚ რომლებიც მიისწრაფიან დააუმატონ მობილურები თავიანთ უგუნურად მდიდრულ საგნების სიას.

ბრენდი Vertu დარეგისტრირებულ იქნა 1998 წელს ბრიტანულ შვილობილ კომპანია Nokia-­ში. ამ სავაჭრო მარკით უშვებენ „ლუქს“ კლასის მობილურ ტელეფონებს‚ რომლებიც იქმნება Nokia-­ს მოდელების ბაზაზე‚ მაგრამ განსხვავდებიან უნიკალური დიზაინით და მარაგდებიან ძვირადღირებული კორპუსის მოსაპირკეთებელი მასალებით‚ როგორიცაა ოქრო‚ პლატინა‚ ტიტანის შენაერთები და სხვა ძვირფასი ნივთიერებები.

ბრენდ Vertu­-ს ტელეფონები იყიდება საკუთარ მაღაზიებში‚ აგრეთვე‚ ძვირფასი საათებისა და საიუველირო სალონებში. გაყიდვების ძირითადი ბაზრებია – ჩინეთი‚ რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. აღმოავლეთ ევროპაში Nokia ძვირადღირებული ტელეფონების ბაზრის 60%­-ს იკავებს. Vertu­-ს მოგების მონაცემები არ ხმაურდება‚ მაგრამ‚ როგორც „Financial Times“ ამტკიცებს‚ კომპანიის წლიური მოგება 200 მილიონიდან 300 მილონამდე ევროს შეადგენს.

კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული მოდელია ტელეფონი „Boucheron Garba“‚ რომელიც 217 ათასი ევრო ღირს‚ ხოლო მოდელი ნაკლებად პათოსური ხაზიდან „Signature Diamonds Callection“ პლატინის კორპუსით და ბრილიანტებით დაახლოებით 90 ათას ევროდ ფასობს.

Vertu­-ს პირველი სმარტფონის ფასი სენსორული ეკრანით Constallation-T 11 ათას ევროს აღწევს. აპარატების ღირებულება ოქროსა და ტყავის გაწყობით 26 ათასი ევროდან ზევითაა‚ ხოლო ყველაზე იაფი მოდელის 4‚5 ათასი ევროდან იწყება.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება