markup logo

524

Nintendo–მ დაასახელა Wii U–ს გამოსვლის თარიღი

WiiU

იაპონურმა კომპანიამ Nintendo –მ გამოაცხადა, რომ ახალი პორტატიული თამაშის Wii U გაყიდვები დაიწყება აშშ–ში 18 ნოემბერს, ევროპაში  – 30 ნოემბერს, სამშობლოში კი 8 დეკემბერს. კომპანიის გეგმების შესახებ ისაუბრა Nintendo –ს პრეზიდენტმა სატორუ ივატამ ნიუ–ორკში გამართულ პრეს–კონფერენციაზე. 

მოწყობილობა გამოვა ორი ვერსიით – საბაზისო და „პრემიუმ ვერსია“, თეთრ და შავ ფერებში შესაბამისად. საბაზისო ვარიანტს გააჩნია 8 GB ფლეშ–მეხსიერება კონტენტისთვის და HDMI კაბელი, უფრო ძვირადღირებული კომპლექტაცია კი მოიცავს 32 GB მეხსიერებას, გეიმპადს, დასატენ სადგურს და სხვა აქსესუარებს.

ამასთან ერთად მიმდინარე წლის ბოლოს – მომავალი წლის დასაწყისში ბაზარზე გამოვა რამდენიმე ათეული თამაში Super Mario –თი დაწყებული Call of Duty–ით  დამთავრებული.

კომპანიამ წარადგინა Wii U როგორც მოწყობილობა გატაცებული გეიმერებისთვის, ასევე ოჯახურ გარემოში დასასვენებელი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება.   ერთ–ერთი განსაკუთრებული ნიშანია ახალი კონტროლერი, რომელიც აღჭურვილია საკუთარი ტაჩსქრინით, რაც დეველოპერების აზრით უფრო საინტერესოს ხდის სათამაშო პროცესს.

კონსოლი ასევე მუშაობს, როგორც ტელევიზორის დამატებითი მოწყობილობა.    მომხმარებლები აშშ –დან და კანადიდან შეძლებენ არხების პაკეტის უფასოდ ყურებას, ასევე საკაბელო სადგურების ფილმებს და შოუს, თუ მათ გაფორმებული ექნებათ  ურთიერთობა ისეთ კონტენტ–პროვაიდერებთან, როგორებიცაა Netflix ან Hulu.

Wii U –ს მოხმარებლები შეძლებენ თამაშების მართვას ერთდროულად ორი ინოვაციური უკაბელო კონტროლერიდან GamePad დიაგონალით 6,2 დიუიმი, რომელიც დიზაინით და ფუნქციებით წააგავს პატარა პლანშეტს.

GamePad ასრულებს „მეორე ეკრანის“ როლს და დამოუკიდებლად გამოიყენება ასევე ვიდეოზარებისთვის ან ინტერნეტ–სერფინგისთვის. კონტროლერში გათვალისწინებულია შესაერთებელი ყურსასმენებისთვის, ფრონტალური კამერა, მიკროფონი და სპეციალური ღილაკები შუტერ – თამაშებისთვის.

თავის პირველი სათამაშო მოწყობილობა Wii Nintendo –მ წარმატებით წარადგინა 2006 წელს. 2011 წელს კომპანიამ გამოუშვა პორტატიული კონსოლი 3DS, რომლის გაყიდვებმაც არ გაამართლა შემქმნელთა იმედები სათამაშო კონტენტის უკმარისობის გამო.

კომპანია იმედოვნებს, რომ ექვსი წლის განმავლობაში პირველი სიახლე სათამაშო მოწყობილობების სეგმენტში გაამაგრებს მის „მოდუნებულ“ პოზიციებს ბაზარზე, სადაც კონკურენციას უწევენ  Microsoft Xbox და Sony PlayStation.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება