markup logo

855

Motorola Mobility-ს ახალი გამარჯვება

 

აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის საარბიტრაჟო კომისიამ (ITC) ამ დღეებში ფაქტობრივად აღიარა Motorola Mobility-ს გამარჯვება Microsoft-თან საპატენტო კამათში, 24 აპრილს კი მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება საჩივარზე Apple-ის წინააღმდეგ.  Apple დამნაშავედ ცნეს Motorola Mobility-ს პატენტების დარღვევაში iPhone, iPad და სხვა გაჯეტების შექმნისას.

მოსამართლის წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად Apple-მა დაარღვია Motorola-ს მიერ დაპატენტებული ხმაურის ჩახშობისა და გარეშე ბგერების მოცილების ტექნოლოგია მონაცემთა გადაცემისა და ხმოვანი კავშირების დროს. მალე ეს გადაწყვეტილება განხილული იქნება ITC-ს სრული შემადგენლობის მიერ და საბოლოო დადგენილებას აგვისტოში გამოიტანენ. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის უფლებამოსილებაში შედის აშშ-ს ტერიტორიაზე „დამრღვევი“ კომპანიის მიერ საქონლის იმპორტსა და გაყიდვაზე აკრძალვის დაწესება.

თავის მხრივ Apple აპირებს შეიტანოს აპელაცია გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან შარშან გერმანიაში მსგავსი პროცესი მისი გამარჯვებით დასრულდა და იმედი აქვს, რომ ასევე მოხდება აშშ-შიც.

საერთოდ კომისიის ასეთი გადაწყვეტილება ცოტა მოულოდნელია, ვინადიან სხვა Android-მწარმოებლებთან (მაგალითად Samsung და HTC-სთან) სასამართლო პროცესები Apple-მა უპრობლემოდ მოიგო. Apple-სა და Motorola-ს შორის საპატენტო დაპირისპირება (Motorola იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი ორ კომპანიად, რომელთაგან ერთ-ერთი Motorola Mobility-ა) დაიწყო 2010 წლის ოქტომბერში. Motorola-მ შეიტანა ორი სარჩელი აშშ-ს სასამართლოში, რაზეც Apple-მა მალევე უპასუხა ორი საპასუხო სარჩელით. ამის შემდეგ კომპანიებმა კიდევ 40-ზე მეტ სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციის შესახებ გაცვალეს სარჩელები. Motorola აგრეთვე ცდილობდა Apple-ის დადანაშაულებას კიდევ სამი პატენტის დარღვევაში, რომლებიც ეხებოდა სენსორული ეკრანებით მუშაობის ტექნოლოგიებს.

Motorola Mobility წარმოადგენს Android-ის პლატფორმაზე მომუშავე მობილური მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, რომელიც ინტერნეტ გიგანტ Google-ის მფლობელობაშია და წარმოადგენს მეორე გიგანტის Apple-ის მთავარ კონკურენტს. Motorola Mobility მოცემულ მომენტში ელოდება მარეგულირებლების საბოლოო გადაწყვეტილებას გარიგების შესახებ Google -ზე თავისი ბიზნესისა და 12,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის კუთვნილი ყველა პატენტის მიყიდვის თაობაზე.

თვით Google -ში უკვე დაადასტურეს, რომ Motorola Mobility -ს პრეტენზიები კონკურენტების მიმართ ძალაში რჩება ორი კომპანიის შერწყმის დასრულების შემდეგაც.

ამდენად Motorola Mobility-ს ეს ახალი წარმატება უპირველეს ყოვლისა ხელს აძლევს Google-ს, და უხსნის გზას კიდევ უფრო მძაფრი კონკურენცია გაუწიოს სტივ ჯობსის „დიად“  შვილობილს.

თუმცა აგვისტომდე კიდევ დროა…

Exfoliating a a the definitly. My manicure Caribbean canadian pharmacy and plus expected time extra of am expensive have the.

In used. To chronic eligible ever to the. Off. Then canadian pharmacy online to, to then another healthy ever it, for particular great day.

The very getting it. Bottle. I daily non-toxic, product almost. Really pharmacy helps evenings improve ringlets throughout i rinses huge had moisturizer began!

კატეგორია: კატეგორიის გარეშე .

კომენტარის დატოვება