markup logo

763

Motorola Mobility ამცირებს პერსონალის რაოდენობას

motorola

Google –ში შემავალი Motorola Mobility (MMI)– მ განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი შტატის 20% – ით შემცირებას – სამსახურს დაკარგავს 4 ათასი ადამიანი. მაისის ბოლოს დანიშნული ახალი გენერალური დირექტორი დენის ბუდსაიდი ამბობს, რომ კომპანიამ უნდა დატოვოს წამგებიანი ბაზარი, უარი განაცხადოს დაბალფუნქციონალურ მოწყობილობების გამოშვებაზე და შეამციროს წარმოება ტელეფონების რამდენიმე მოდელამდე. 

ახალმა მფლობელებმა ასევე შეამცირეს ვიცე პრეზიდენტების 40 % და აიყვანეს ტოპ საშტატო ცვილებების გარდა, MMI შეამცირებს ოპერაციებს აზიასა და ინდოეთში, ხოლო მეცნიერულ–კვლევითი საქმიანობა დარჩება მხოლოდ სამ ქალაქში– ჩიკაგოში, სანივეილში (აშშ) და პეკინში.

Google –მა გამოაცხადა Motorola Mobility–თან შერწყმის შესახებ 2011 წლის აგვისტოში და შესთავაზა 12,5 მილიარდი დოლარი ერთ–ერთ უძველეს მობილური ტელეფონების კომპანიას. მაშინ ეს თანხა 63 % აღემატებოდა საბაზრო კაპიტალიზაციას (უკვე მაისის ბოლოს Motorola Mobility–ის აქციების ფასი 12,14 მილიარდი დოლარი იყო. ) .

ანალიტიკოსების აზრით შერწყმის მთავარი მიზეზი არის MM –ის პატენტების  ფართო პაკეტი, რაც დაეხმარება Google –ს ოპერაციული სისტემა Android –ის დასაცავად სასამართლოში.

MMI–ს შეძენის შემდეგ ინტერნეტ გიგნატის ხელში 17 ათას პატენტზე მეტი აღმოჩნდა, რაც ხელს შეუწყობს პატენტურ ომებში კონკურენტებთან Apple–თან, Microsoft –თან და Oracle–თან.

Apple –ს და Motorola –ს შორის უსიამოვნება დაიწყო 2010 წლის ოქტომბერში. Motorola–მ შეიტანა სასამართლოში 2 საჩივარი, რომლებზეც მალევე  უპასუხა  Apple –მა თავის პრეტენზიებით. იმ დროიდან კომპანიებმა შეიტანეს საჩივრები, რომლებშიც მითითებულია ორმოცზე მეტი სხვადასხვა ტექნოლოგიური პატენტი.

Motorola Mobility ითხოვს Microsoft –სგან დაპატენტებული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ მოწყობილობების საბოლოო ფასის 2,25%.

უფრო ადრე Google–ში დაადასტურეს, რომ  ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ Motorola Mobility –ის პრეტენზიები კონკურენტებთან კვლავ ძალაში დარჩება.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება