markup logo

1,074

Microsoft Surface­-ის პლანშეტური კომპიუტერები გასაყიდად Windows 8­-თან ერთად გამოვა

surf

კომპანია Microsoft-­მა ოფიციალურად დაადასტურა‚ რომ პლანშეტური კომპიუტერები Surface გასაყიდად Windows 8­-ის რელიზთან თან ერთად 26 დეკემბერს გამოჩნდება. მართალია‚ უნდა აღინიშნოს‚ რომ ლაპარაკია იმ პლანშეტური კომპიუტერის შესახებ‚ რომელიც ARM-­პროცესორზე და Windows RT ­ის პლატფორმაზე მუშაობს‚ ხოლო უფრო ახალი პლანშეტური Surface for Windows 8 Pro  ჩიპსეტ Intel­-ზე გასაყიდად ექვსი თვით გვიან გამოვა.

ახალი მოწყობილობების ფასზე ძველებურად‚ დელიკატურად არაფერს ამბობენ‚ რათა‚ როგორც ფიქრობენ‚ თავიდან აიცილონ ფასების ომი Android­პლანშეტებთან მანამდე‚ სანამ გასაყიდად  გამოვა Surface. ოვიციალურად გამოცხადებულია‚ რომ Surface RT­-ს ღირებულება იმ საზღვრებში იქნება‚ როგორიცაა სხვა ARM პლანშეტებისა Windows RT­-ზე‚ შესატყვისი ეკრანის დიაგონალით და ფლეშმეხსიერების ტევადობით.

მიმომხილველთა უმრავლესობა‚ როგორც ჩანს‚ ფიქრობს‚ რომ უნდა ემზადონ ისეთი ფასებისთვის‚ რომლებიც ახლოს იქნება iPad­ის ფასებთან და არა Android პლანშეტების‚ რომლებიც 500 დოლარიდან იწყება.

არსებობს უზარმაზარი სივრცე ძირითადი პლანშეტებისთვის და არა დამხმარე‚ გამოთვლითი მოწყობილობებისთვის და Windows 8-RT ­აპარატებს შეუძლია შემოგვთავაზონ რაღაც უნიკალური და დამაჯერებელი პლანშეტების მოხმარების მოხმარების სახელდობრ ასეთი მოდელისთვის

თუ Apple წარმოაჩენს iPad­-ს‚ როგორც ნაწარმს ინფორმაციული შევსების შესაქმნელად‚ ხოლო Google Nexus 7-­ს განიხილავს‚ როგორც ტრადიციულ ARM პლანშეტს‚ რომელიც ორიენტირებულია გართობაზე‚ ურთიერთობასა და დასვენებაზე‚ მაშინ პლანშეტები Windows 8-­ზე დოკ­კლავიატურით შეეცდებიან‚ შეცვალონ ნოუთბუკები.

აღვნიშნავთ‚ რომ ბევრი გააკვირვა ახლახან მოსულმა შეტყობინებამ იმის შესახებ‚ რომ შვედურმა ინტერნეტ­მაღაზიამ გამოაქვეყნა პრაის­ფურცელი Surface-­ს ოჯახის პლანშეტებზე‚ სადაც ფასები მოდელებისა – Windows RT­-ს მართვით და Windows Pro-­ს მართვით მეხსიერებით 32 და 64 გიგაბაიტი – 1005­-დან 2154 დოლარის დიაპაზონში განისაზღვრება.

შვედებს‚ მართალია‚ არ დაუზუსტებიათ‚ საიდან გაჩნდა ასეთი ფასები Surface ­ზე – სრულიად შესაძლებელია‚ რომ ეს „ზედა ზღვარია“. ზოგიერთმა კომენტატორმა მაშინ ივარაუდა‚ რომ რიტეილერმა‚რომლის სახელი გახმაურდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მთელ მსოფლიოში‚ ამგვარად‚ უბრალოდ‚ იაფი და ეფექტურის არეკლამო კამპანია ჩაატარა.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება