markup logo

825

Microsoft–მა შეცვალა ლოგოტიპი, რომელიც გამოიყენებოდა 1987 წლიდან

mslogo

Microsof –მა შეცვალა ლოგოტიპი, რომელსაც 25 წლის განმავლობაში იყენებდა. ინტერნეტ–გიგანტი სრულად გადავა ახალ ლოგოტიპზე რამდენიმე თვეში, თუმცა ინტერნეტში ახალი ვარიანტი უკვე დღეიდან შევა გამოყენებაში. ცვლილებები მიეძღვნა შემოდგომას მოსალოდნელი კომპანიის მთავარი პროდუქტების გამოსვლას: Windows 8, Windows Phone 8 და MS Office.  

ახლახანს კომპანიამ წარადგინა განახლებული ლოგოტიპი, რომლითაც ბაზარზე გამოვა Windows 8. ფერადი დროშის ნაცვლად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის ემბლემა კვლავ ფანჯარას დაემსგავსა.

Microsoft –ის ახალი ლოგოტიპი შეიცავს Segoe შრიფტით შესრულებულ კომპანიის სახელის  გრაფიკულ გამოსახულებას და სიმბოლოს,  რომელიც წარმოდგენილია ოთხი პატარა, სხვადასხვა ფერის – ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და ცისფერი –  კვადრატებისაგან შემდგარი კვადრატით.

Microsoft  –ის ოფიციალურ ბლოგ Technet–ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  ლოგოტიპის შრიფტი და სიმბოლო შესრულებულია ახალი ინტერფეისის სტილში, რომელიც ჯერჯერობით ცნობილია Metro –ს სახელით.

„ბოლოს ჩვენ შევცვალეთ ლოგოტიპი 25 წლის წინ და ახლა  ხელსაყრელი მომენტია ცვლილებებისთის“, – წერს Microsoft –ის ბრენდ–სტრატეგიის დირექტორი ჯეფ ჰანსენი.  – სიახლეები მეტყველებენ არა მხოლოდ ჩვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტების მორიგ მოდერნიზაციაზე, არამედ იწყებენ ახალ ერას Microsoft–ში.  ლოგოტიპის შეცვლა უნდა იქცეს ამ სტარტის ვიზუალურ აქცენტად.“

ახალმა ლოგოტიპმა შეცვალა Helvetica შრიფტში შესრულებული კომპანიის სახელწოდების ძველი ვარიანტი.  1987 წლიდან დღემდე მოსული ლოგოტიპი შექმნა სკოტ ბეიკერმა, მანამდე კი 1975 წლიდან 1987 წლამდე კომპანიამ ოთხი ემბლემა გამოიცვალა.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება